დიმიტრი პესკოვი კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმაზე - დაჟინებით ვაცხადებთ: სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებს არ ვახორციელებთ

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი საზოგადოებას მოუწოდებს, იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა კიევის ბავშვთა საავადმყოფოში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით იხელმძღვანელონ, რომელიც უკრაინის მშვიდობიან ობიექტებზე თავდასხმას გამორიცხავს.

„მოგიწოდებთ, იხელმძღვანელოთ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რომელშიც ნათქვამია, რომ საუბარია რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის დაცემაზე. დაჟინებით ვაცხადებთ: სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებს არ ვახორციელებთ“, - განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში, როდესაც მან კიევში, ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მისი თქმით, დარტყმები ხორციელდება მხოლოდ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, სამხედრო ობიექტებზე, რომლებიც, ამა თუ იმ გზით, კიევის რეჟიმის სამხედრო პოტენციალს უკავშირდება.

ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ განაცხადა, უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე მიზანმიმართული დარტყმის შესახებ განცხადებები რეალობას არ შეესაბამება. უწყების მტკიცებით, განადგურება მოხდა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის რაკეტის დაცემის გამო.

შეგახსენებთ, გუშინ რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის კიევზე, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რასაც 40-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 200-ს აჭარბებს. დაზიანებულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას შორის კიევის ბავშვთა საავადმყოფოც არის, სადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება