ხვალ თეატრი სახელოსნო 42-ში ლევან წულაძის სპექტაკლის „1921-1924“-ის პრემიერა გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორია SOLO

„ჩვენ დიდ პროცესში მომხდარი პატარა ბედისწერები ვართ“, - ასე აფასებს რეჟისორი, ლევან წულაძე ქვეყნის მდგომარეობას თავის ახალ სპექტაკლზე საუბრისას, რომლის პრემიერაც 10 ივლისს თეატრი სახელოსნო 42-ში გაიმართება.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, სპექტაკლში იმ აჩრდილებზე საუბარია, რომლებიც რეჟისორს ბავშვობიდან მოჰყვება და მასშია. ახლა კი მათი გამოშვებისა და გათავისუფლების დროა. სპექტაკლი არ არის ისტორიულ ქრონიკებზე, არამედ ადამიანების იმ ბედ-იღბალზე, რომელიც საქართველოს გასაბჭოების ფონზე განვითარდა.

„სპექტაკლი ასახავს იმ ყველა ამბავს, რაც ჩემს ოჯახში, ჩემი მეგობრების ოჯახში მომხდარა. ყველა ამბავი ნამდვილია. ეს არის აჩრდილები, რომლებიც ჩემს ბავშვობას ქმნიდა და არა მხოლოდ ჩემსას. ბაბუები, ბებიები ნახევარს არ გვყავდა. მე არცერთი ბაბუა არ მყავდა, რადგან საბჭოთა რეჟიმმა შეიწირა. უამრავი ისტორიაა ადამიანებში, რაც პირდაპირ ითხოვდა დადგმას. კარგა ხანია, გადაწყვეტილი მქონდა, რომ ეს დამედგა“, - ამბობს რეჟისორი.

ინფორმაციის მიხედვით, სპექტაკლი, რომლის პრემიერაც ხვალაა დაგეგმილი, ორ-თვე ნახევრის განმავლობაში იდგმებოდა. მასში ძალიან ბევრი ახალგაზრდა მსახიობი თამაშობს.

„პრინციპულად მინდოდა, რომ ახალგაზრდებს ეთამაშათ, რადგან ხალხი, რომელზეც ვყვებით, ძალიან ახალგაზრდები იყვნენ. კარგი მოლოდინები მაქვს. იმედი მაქვს, რომ ადამიანების სულში გამოხმაურებას პოვებს. თუმცა, ეს ჩემთვის უფრო არის ჩემი აჩრდილების გარეთ გამოშვება. უნდა გავთავისუფლდე მთელი ჩემი ბავშვობის ლანდებისგან. ახლა ხორცი უნდა შევასხა და სხვაგან იცხოვრონ. ზოგადად, კარგი და ცუდი სპექტაკლი ფასდება მაყურებლის სუნთქვით. ხუთი წუთიც საკმარისია, ყური დაუგდო და გაიგონო, არის თუ არა მსახიობებსა და მაყურებელს შორის ჰარმონიული სუნთქვა“, - ამბობს რეჟისორი.

ბანკის განმარტებით, სპექტაკლის „1921-1924“ პრემიერა 10 ივლისს გაიმართება. ბილეთების SOLO Visa ბარათით შეძენისას 20% ფასდაკლება მოქმედებს ონლაინ პლატფორმებზე: Tkt.ge, Biletebi.ge

SOLO თეატრი სახელოსნო 42-ის სეზონის გენერალური სპონსორია.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის