„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მომხმარებელი ორიგინალი წარმოების აალების სანთლებს 25%-იანი ფასდაკლებით შეიძენს

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ქარხნული წარმოების, ორიგინალი აალების სანთლების შეძენას მომხმარებელი 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, აალების სანთლების შეძენაზე სპეციალური შეთავაზება, რომელიც მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება, მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ვრცელდება.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აცხადებენ, აალების სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ავტომობილში, ხოლო მისის შემადგენელი ნაწილი - აალების სანთელების ნაკრები კი მთავარი ელემენტია შიდა წვის ძრავის მუშაობისას. შესაბამისად, ის ერთ-ერთი მოთხოვნადი ავტონაწილია.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ინფორმაციით, ავტომობილის და მისი აალების სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის სასურველია აალების სანთლები შეიცვალოს 40 000, 60 000 ან 100 000 კილომეტრიან გარბენზე, ავტომობილის მოდელიდან გამომდინარე. 25%-იანი ფასდაკლების ფარგლებში, მძღოლებს შესაძლებლობა აქვთ ავტომობილები მოგზაურობისთვის მოამზადონ და „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ კონსულტანტების დახმარებით, ზუსტად იმ ტიპის ორიგინალი აალების სანთლების ნაკრები შეარჩიონ, რომელიც ავტომობილის კონკრეტულ მოდელსა და ძრავის პარამეტრებზეა გათვლილი.

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აცხადებენ, რომ აალების სანთლები, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სათადარიგო ავტონაწილი, რომელსაც მომხმარებელი ცენტრში შეიძენს, ორიგინალი წარმოების და გარანტირებულად მაღალი ხარისხისაა. ამასთან ერთად, ცენტრში მისულ მომხმარებელს ავტოტექმომსახურებას გაუწევენ „ტოიოტას“ მიერ სერტიფიცირებული კვალიფიციური ტექნიკოსები, რომლებიც ტექნიკურ პრობლემებს პროფესიონალურ დონეზე გადაჭრიან და ავტომობილს უმოკლეს დროში განაახლებენ.

კომპანიის ინფორმაციით, მომხმარებელს, რომელსაც სპეცშეთავაზებებით სარგებლობა სურს, შეუძლია დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, ჩაეწეროს სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116; www.toyota-tbilisi.com

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება