გიგი წერეთელი - საქართველოს რეალური ევროინტეგრაციისთვის, არჩევნებზე ცვლილებები უნდა მოხდეს

საქართველოს რეალური ევროინტეგრაციისთვის, არჩევნებზე ცვლილებები უნდა მოხდეს, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი საქართველოს ევროინტეგრაციასა და თანმდევ პროცესებზე პაველ ჰერჩინსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

გიგი წერეთლის თქმით, ევროკავშირის ელჩის განცხადებები სამწუხაროა, თუმცა მიაჩნია, რომ ისინი რეალობას აღნიშნავს.

„ჩვენ მოვისმინეთ ლიდერების პოზიციები საქართველოსთან მიმართებაში - მაშინ, როდესაც უკრაინა და მოლდოვა ხსნიან მოლაპარაკებების პროცესს და სწრაფი ნაბიჯებით მიიწევენ წინ ევროკავშირისკენ, საქართველო კარგავს გაფართოებაში მოხვედრის იმ შანსს, რომელიც რეალურად 2030 წლამდე იქნება.

ამიტომ ამ ყველაფრის შესაჩერებლად, ის, რომ მნიშვნელოვანი პროგრამები არ დაიკარგოს, არ დაიკარგოს ფინანსური დახმარებები და ძალიან ბევრი მიმართულებით ევროინტეგრაციის პროცესი წინ წავიდეს, მხოლოდ ერთი შანსი არსებობს - ოქტომბერში ჩვენს ქვეყანაში ცვლილებები უნდა მოხდეს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევროც გაყინა. ელჩის თქმითვე, ისინი საქართველოში არსებულ სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან და სანქციებსაც განიხილავენ, თუმცა ამ საკითხზე, ამ დროისთვის ევროპულ სტრუქტურებში ერთსულოვნება არაა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება