პარტიები „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ არჩევნებში მონაწილეობას ერთობლივად მიიღებენ

პარტიები „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ არჩევნებში მონაწილეობას ერთობლივად მიიღებენ.

ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ პარტიებს შორის მოლაპარაკებები “ხანგრძლივი და რთული” იყო, ახლა კი ისინი ერთიან წინასაარჩევნო კამპანიას დაიწყებენ.

მისი თქმით, ახლა ერთიანობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი.

“ახალი”, “დროა” და “გირჩი - მეტი თავისუფლება” ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს ისტორიის და უმნიშვნელოვანესი მომენტის მიმართ, რომელიც დღეს უდგას საქართველოს და რომელიც განსაზღვრავს მის მომავალს და ვიღებთ გადაწყვეტილებას არჩევნებზე გამოვიდეთ ერთად”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

რაც შეეხება ერთიან საარჩევნო ნომერსა და სახელს, გვარამია ამბობს, რომ ნომერ 4-ზე შეთანხმებულები არიან, სახელზე კი მსჯელობენ.

“4-იანზე [საარჩევნო ნომერზე] შეჯერებული ვართ. სახელზე ვიმსჯელებთ. ერთიანი გადაწყვეტილება გვჭირდება. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, რისი ერთგულიც ვართ, ვგულისხმობ სალომე ზურაბიშვილის შეთანხმებას, არის ის, რომ პრემიერ-მინისტრი, მთავრობა იყოს მაქსიმალურად დისტანცირებული პოლიტიკური სპექტრისგან და არ იყოს არცერთი პოლოტიკური პარტიის წევრი”,- განაცხადა ნიკა გვარამიამ. გარდა ამისა, გვარამიამ უპასუხა კითხვას გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მათი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ნიკა გილაური იქნება. გვარამიამ აღნიშნული არ დაადასტურა. “ნიკა გილაური ჩემი მეგობარია. ის ყველაზე კარგი პრემიერ-მინისტრია და ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ჩაიბარებდეს საქართველოს წინსვლას, მაგრამ ვერ დაგიდასტურებთ, რომ შეთანხმებულია და მისგან თანხმობა გვაქვს”, - განაცხადა გვარამიამ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ