სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 2 პირი დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრი, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ პირთა მეშვეობით, უკავშირდებოდა სხვადასხვა, ძირითადად ,,ლილო მოლის“ ტერიტორიაზე დასაქმებულ მეწარმეებს, რომელთაც,,ქურდულ გარჩევებს“ უწყობდა და ე.წ. ,,ქურდულ საერთოში“ დიდი ოდენობით თანხების შეტანას აიძულებდა. მუქარის რეალურად აღქმის მიზნით, ერთ-ერთ დაზარალებულს ავტომობილი დაუწვეს, ხოლო კიდევ ერთი დაზარალებულის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელეს.

„პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223’-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა), ხოლო ორ პირს 223’’’-ე მუხლის მე-2 ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) წარუდგინა.

სასამართლომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებულს სასჯელის სახით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ ერთ პირს 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. რაც შეეხება ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ კიდევ ერთ პირს სასამართლომ ის წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა. დასაბუთებული განაჩენის მიღების შემდგომ, პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას აღნიშნულ პირთან დაკავშირებით სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე, დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს