სოზარ სუბარი - სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ გადადება ერთადერთ მიზანს ემსახურება - ქართველ ამომრჩეველზე ზეწოლა მოახდინონ

სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ გადადების მთავარი მიზანი ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე ზეწოლის მოხდენაა, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, „დასავლეთიდან საქართველოში გამოგზავნილი მთავარი მესიჯია - საქართველოს მათი მარიონეტები უნდა მართავდნენ“.

სუბარის თქმით, სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ გადადებით საქართველოს არაღირსეულად მოექცნენ.

„სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ გადადების მთავარი მიზანი ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე ზეწოლის მოხდენაა. გამოგზავნილია პირდაპირი მესიჯი - საქართველოს უნდა მართავდნენ მათი ყურმოჭრილი მარიონეტები, რომლებიც დაემორჩილებიან მათ ყველა ბრძანებას. სხვა ახსნა სწავლების გადადებას არ აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის შემდეგ, როცა არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, სამხედრო სფეროში ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება.

ნატო-ს წევრ და არაწევრ ქვეყნებს შორის ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ყველაზე დიდი კონტინგენტის გაგზავნის კუთხით საქართველო მეოთხე ადგილზეა. ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანას, რომლებიც ნატო-ს წევრები არიან და ნატო-ს ქოლგა იცავს, ჯამში გაგზავნილი ჰყავდა ერთი ოცეული და ეს მაშინ, როცა მთელი მისიის განმავლობაში ჩვენ მუდმივად გვყავდა 800-ზე მეტი ჯარისკაცი. რომ არა მისიაში ჩვენი ასეთი მონაწილეობა, ამერიკის შეერთებულ შტატებს ფინანსური კუთხით დამატებით მინიმუმ ორი მილიარდი დოლარით მეტი დაეხარჯებოდა. თუმცა, ფინანსური დანახარჯი, რა თქმა უნდა, მეორეხარისხოვანია იმ მსხვერპლთან შედარებით, რაც საქართველომ და ქართულმა ჯარმა გაიღო, როგორც დაღუპული მეომრების სახით, ისე იმ ადამიანებით, რომლებმაც მძიმე დაზიანებები მიიღეს და მთელი ცხოვრება შეზღუდული შესაძლებლობის პირებად დარჩნენ.

ჩვენ ეს მსხვერპლი ჩვენი პარტნიორობისთვის გავიღეთ და ძალიან სამწუხაროა, რომ ახლა გადადებულ სამხედრო წვრთნებით, რომლის სახელწოდებაა „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოს ასე არაღირსეულად მოექცნენ.

გავიმეორებ და ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს - ზეწოლა მოახდინონ ქართველ ამომრჩეველზე, რომ არჩევნებზე ხმა მისცენ იმ პარტიებს, რომლებიც თვალდახუჭულები ჩაებმებიან ნებისმიერ ომში, რომელსაც მათი პატრონები მოსთხოვენ. სხვა შემთხვევაში, აბსოლუტურად გაუგებარია ერთობლივი სწავლების გადადების მიზეზი, როცა წვრთნები ტარდება ჩვენს მეზობელ და მეგობარ სომხეთში, რომელიც დღემდე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრია.

სამწუხაროდ, არათანასწორი დამოკიდებულების სხვა არაერთი მაგალითი გვაქვს. მაგალითად, გვეუბნებიან, თითქოს, მოლდოვა საქართველოსთან შედარებით დაწინაურებულია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. შეგახსენებთ, მოლდოვა დღესაც დსთ-ს წევრი ქვეყანაა, აქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ამ სივრცესთან და რაც მთავარია, პირდაპირ უწერია კონსტიტუციაში, რომ არ გახდება არცერთი სამხედრო ბლოკის წევრი, რაც ავტომატურად გამორიცხავს ნატო-ს წევრობას.

რაც შეეხება ევროკავშირის მთავარ ღირებულებებთან თავსებადობას - კორუფციის დონით, ადამიანის უფლებების დაცვით, ბიუჯეტის გამჭვირვალობით და ბევრი სხვა ასპექტით, ანუ ყველა იმ პუნქტში, რაც ევროკავშირის ღირებულებებს ასახავს, ნებისმიერი საერთაშორისო რეიტინგის თანახმად მოლდოვა ორჯერ და სამჯერ ჩამორჩება საქართველოს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა, რომლის კომენტარსაც „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

სოზარ სუბარი - სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ გადადება ერთადერთ მიზანს ემსახურება - ქართველ ამომრჩეველზე ზეწოლა მოახდინონ

სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ გადადების მთავარი მიზანი ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე ზეწოლის მოხდენაა, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, „დასავლეთიდან საქართველოში გამოგზავნილი მთავარი მესიჯია - საქართველოს მათი მარიონეტები უნდა მართავდნენ“.

სუბარის თქმით, სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ გადადებით საქართველოს არაღირსეულად მოექცნენ.

„სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ გადადების მთავარი მიზანი ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე ზეწოლის მოხდენაა. გამოგზავნილია პირდაპირი მესიჯი - საქართველოს უნდა მართავდნენ მათი ყურმოჭრილი მარიონეტები, რომლებიც დაემორჩილებიან მათ ყველა ბრძანებას. სხვა ახსნა სწავლების გადადებას არ აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის შემდეგ, როცა არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, სამხედრო სფეროში ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება.

ნატო-ს წევრ და არაწევრ ქვეყნებს შორის ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ყველაზე დიდი კონტინგენტის გაგზავნის კუთხით საქართველო მეოთხე ადგილზეა. ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანას, რომლებიც ნატო-ს წევრები არიან და ნატო-ს ქოლგა იცავს, ჯამში გაგზავნილი ჰყავდა ერთი ოცეული და ეს მაშინ, როცა მთელი მისიის განმავლობაში ჩვენ მუდმივად გვყავდა 800-ზე მეტი ჯარისკაცი. რომ არა მისიაში ჩვენი ასეთი მონაწილეობა, ამერიკის შეერთებულ შტატებს ფინანსური კუთხით დამატებით მინიმუმ ორი მილიარდი დოლარით მეტი დაეხარჯებოდა. თუმცა, ფინანსური დანახარჯი, რა თქმა უნდა, მეორეხარისხოვანია იმ მსხვერპლთან შედარებით, რაც საქართველომ და ქართულმა ჯარმა გაიღო, როგორც დაღუპული მეომრების სახით, ისე იმ ადამიანებით, რომლებმაც მძიმე დაზიანებები მიიღეს და მთელი ცხოვრება შეზღუდული შესაძლებლობის პირებად დარჩნენ.

ჩვენ ეს მსხვერპლი ჩვენი პარტნიორობისთვის გავიღეთ და ძალიან სამწუხაროა, რომ ახლა გადადებულ სამხედრო წვრთნებით, რომლის სახელწოდებაა „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოს ასე არაღირსეულად მოექცნენ.

გავიმეორებ და ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს - ზეწოლა მოახდინონ ქართველ ამომრჩეველზე, რომ არჩევნებზე ხმა მისცენ იმ პარტიებს, რომლებიც თვალდახუჭულები ჩაებმებიან ნებისმიერ ომში, რომელსაც მათი პატრონები მოსთხოვენ. სხვა შემთხვევაში, აბსოლუტურად გაუგებარია ერთობლივი სწავლების გადადების მიზეზი, როცა წვრთნები ტარდება ჩვენს მეზობელ და მეგობარ სომხეთში, რომელიც დღემდე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრია.

სამწუხაროდ, არათანასწორი დამოკიდებულების სხვა არაერთი მაგალითი გვაქვს. მაგალითად, გვეუბნებიან, თითქოს, მოლდოვა საქართველოსთან შედარებით დაწინაურებულია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. შეგახსენებთ, მოლდოვა დღესაც დსთ-ს წევრი ქვეყანაა, აქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ამ სივრცესთან და რაც მთავარია, პირდაპირ უწერია კონსტიტუციაში, რომ არ გახდება არცერთი სამხედრო ბლოკის წევრი, რაც ავტომატურად გამორიცხავს ნატო-ს წევრობას.

რაც შეეხება ევროკავშირის მთავარ ღირებულებებთან თავსებადობას - კორუფციის დონით, ადამიანის უფლებების დაცვით, ბიუჯეტის გამჭვირვალობით და ბევრი სხვა ასპექტით, ანუ ყველა იმ პუნქტში, რაც ევროკავშირის ღირებულებებს ასახავს, ნებისმიერი საერთაშორისო რეიტინგის თანახმად მოლდოვა ორჯერ და სამჯერ ჩამორჩება საქართველოს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა, რომლის კომენტარსაც „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის