„საზოგადოება და ბანკები“ ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული თაღლითობის 2 სქემის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას რჩევებით მიმართავს

„საზოგადოება და ბანკები“ ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული თაღლითობის 2 სქემის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას რჩევებით მიმართავს.

ორგანიზაცია მოუწოდებს მოსახლეობას მოწყობილობაზე წვდომა არავის მისცენ.

„სქემა 1. სხვადასხვა სოციალურ ქსელში გვხვდება რეკლამები, სადაც მცირე ინვესტიციით დიდი ამონაგებს გვპირდებიან, ან გვთავაზობენ დასაქმებას. ასევე უკავშირდებიან მომხმარებლებს სოციალური ქსელით, სხვადასხვა აპლიკაციებით (Whatsapp, Viber, Messenger, Telegram), ცდილობენ დაარწმუნონ, რომ განახორციელოს ინვესტიცია, ივაჭროს სხვადასხვა აქციებით ან აქტივებით, ასევე სთავაზობენ კრიპტო ბირჟაზე ვაჭრობას დიდი მოგების დაპირებით. ამისთვის ურჩევენ აპლიკაციის დაყენებას. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ვერ შეასრულებს რამეს დისტანციურად, სთავაზობენ „ენიდესკის“ ან სხვა მსგავსი აპლიკაციის დაყენებას, რომლის საშუალებითაც თითქოს უნდა დაეხმარონ. ეს პროგრამა ძირითადად არის Anydesk, თუმცა შესაძლებელია იყოს სხვაც. მომხმარებელი იწერს აპლიკაციას, რის შედეგადაც ფაქტობრივად თაღლითს აძლევს მის მოწყობილობაზე წვდომას. იყო შემთხვევები, როდესაც მომხმარებლები დაგვიკავშირდნენ და მოგვიყვნენ, რომ უყურებდნენ მათსავე მოწყობილობაში როგორ იაქტიურებდა კიბერთაღლითი სესხს ან რიცხავდა თანხას. არის შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს არწმუნებენ, რომ გადარიცხვას თვითონვე აკეთებენ და შემდეგ, როცა ვერ იღებენ ამონაგებს, მერე ხვდებიან, რომ თაღლითობის მსხვერპლი გახდნენ. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც აშანტაჟებდნენ და ისე არიცხინებდნენ თანხას.

სქემა 2. ფოსტის სახელით მოსული სმს-ი, გვატყობინებს რომ თითქოს ჩამოგვივიდა ამანათი და გარკვეული უზუსტობა იყო. მისი დაზუსტების მიზნით კი თხოვენ, სმს-ში არსებულ ბმულზე გადასვლით გამოასწოროთ ეს უზუსტობა. აქ კი 2 ვერსიაა: ბმულზე გადასვლით მიყავხართ ბარათების მონაცემების შეყვანამდე, ან დისტანციური არხის მონაცემების შეყვანამდე. სმს-ები მოდის სხვადასხვა ნომრიდან. საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ებმევა ამ მახეში. ვინაიდან, რეალურადაც შესაძლოა, რამე გამოწერილი გვქონდეს იმ პერიოდში და სხვა დეტალებს აღარ დავაკვირდეთ.

რჩევები:

  1. არ გადმოწეროთ აპლიკაციები სხვისი დავალებით, მითუმეტეს ისეთი აპლიკაციები, რომელიც საშუალებას აძლევს თაღლითს შემოვიდეს თქვენს მოწყობილობაში.
  2. არ მისცეთ წვდომა თქვენს მოწყობილობაზე არავის.
  3. დიდ კომპანიებში დასაქმების დაპირების შემთხვევაში, აუცილებლად გადაამოწმეთ, რამდენად რეალურია შემოთავაზება.
  4. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ დაუჯერებლად მიმზიდველ შეთავაზებას, რაც დიდი ალბათობით ყალბია. ამ მიმზიდველი შეთავაზების შემდეგი ეტაპია აპლიკაციის გადმოწერისა და ეკრანის გაზიარების მოთხოვნა.
  5. არ ენდოთ საეჭვო ნომრიდან გამოგზავნილ შეტყობინებას ამანათის შესახებ და გადაამოწმეთ ინფორმაცია თქვენს გადამზიდავ კომპანიასთან.
  6. არ გახსნათ საეჭვო ბმული და არ შეიყვანოთ თქვენი ბარათის ან დისტანციური არხის მონაცემები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად