რელიგიის სააგენტო ქართულ-ამერიკულ კონფერენციას მასპინძლობს

ბათუმში, სასტუმროში „რადისონ ბლუ" გაიხსნა მეორე ქართულ-ამერიკული საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „რელიგიური განათლების როლი თანამედროვე გლობალური გამოწვევების დასაძლევად".

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და ამერიკის შეერთებული შტატების ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტი".

კონფერენცია გახსნეს და მონაწილეეებს მიესალმნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის" პრეზიდენტი ბობ რობერთსი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე.

„პირველი მოხსენებით თემაზე „განათლება რადიკალიზმის წინააღმდეგ" კონფერენციის წინაშე წარსდგა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის" პრეზიდენტმა ბობ რობერთსმა ისაუბრა თემაზე: „ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მულტირწმენითი ურთიერთობის მშენებლობით", რელიგიური ტოლერანტობის თანამედროვე გამოწვევებზე ისაუბრა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, პრეზენტაცია წარადგინა „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის" ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიმს ჩენიმ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიის თავისუფლების დარღვევებს შეეხო რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი დავით დავითაშვილი, ინტერ-კულტურული რელიგიური განათლების აუცილებლობა განიხილა თავის მოხსენებაში „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის" უფროსმა თანამშრომელმა დენის ჰოვერმა, რელიგიის როლზე მშვიდობისა და ერებს/ეთნოსებს შორის ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბების საკითხში ისაუბრა კულტურული მრავალფეროვნების ჰარმონიული განვითარების ცენტრის დირექტორმა კობა ჩოფლიანმა.

კონფერენციის პირველი დღის მუშაობა შეაჯამა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ.

მეორე ქართულ-ამერიკული საერთაშორისო კონფერენცია მუშაობას ხვალ დაასრულებს.

რელიგიის სააგენტოსა და ამერიკული „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის" ორგანიზებული პირველი საერთაშორისო კონფერენცია, თემაზე: „რელიგია და კანონის უზენაესობა" შარშან, თბილისში ჩატარდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო