თბილისის მერია - ბოლო დღეების განმავლობაში ყალბი „ექაუნთებისა" და საიტების საშუალებით კახა კალაძის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ყალბი „ექაუნთებისა" და საიტების საშუალებით კახა კალაძის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება.

მერია საზოგადოებას მოუწოდებს, არ გადავიდნენ აღნიშნულ საიტებზე, რადგან, მათი თქმით, აღნიშნული საიტები მიმართულია მეტი ადამიანის მოზიდვისა და თაღლითურ სქემებში საზოგადოების ჩართვისკენ.

„გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ე.წ. ფეიქ ნიუსებს. კერძოდ, ბოლო დღეების განმავლობაში ყალბი „ექაუნთებისა" და საიტების საშუალებით ვრცელდება დეზინფორმაცია დედაქალაქის მერის, კახა კალაძის შესახებ.

საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ არ შევიდნენ შეცდომაში, არ გადავიდნენ აღნიშნულ საიტებზე, რადგან ეს არის, სავარაუდოდ, თაღლითური მიზნით სარეკლამო დანიშნულებით შექმნილი საიტები. მსგავსი სახის საიტები მიმართულია მეტი ადამიანის მოზიდვისა და თაღლითურ სქემებში საზოგადოების ჩართვისკენ.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია, რაც აღნიშნულ საიტებზეა მოცემული, სიმართლეს არ შეესაბამება. აქვე გთხოვთ, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის ან უშუალოდ კახა კალაძის შესახებ გავრცელებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია გადაამოწმოთ დედაქალაქის მერიის პრესსამსახურთან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება