ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთის ელჩს დავაბარეთ, მოსკოვში გადასცეს, რომ ვინც საბავშვო კლინიკებს ესხმის თავს - კაცობრიობის ნაგავია

რუსეთის ელჩს დავაბარეთ, მოსკოვში გადასცეს, რომ ვინც საბავშვო კლინიკებს ესხმის თავს - კაცობრიობის ნაგავია, - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ ჩეხურ გამოცემა Seznam Zpravam-ისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მიერ კიევზე, მათ შორის საბავშვო კლინიკაზე, განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შემდეს რუსეთის ელჩი დაიბარა.

„მკვლელები, რომლებიც კლინიკებში ბავშვებს ესხმიან თავს, კაცობრიობის ნაგავი არიან. მას [რუსეთის ელჩს] დავაბარეთ, რომ ეს მოსკოვში გადასცეს“, - განაცხადა ლიპავსკიმ.

მოგვიანებით, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლიპავსკის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაკეთებული განცხადებები გამოაქვეყნა.

„მიუხედავად იმისა, თუ რა ტყუილების გავრცელებას აგრძელებს რუსეთი, მარტივი სიმართლე რჩება: პუტინის რუსეთი აგრესორია. ტერიტორიული აგრესიის ამ ომის დაწყება რუსეთის არჩევანია. გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა რუსეთის არჩევანია. სკოლებისა და საავადმყოფოების დაბომბვა რუსეთის არჩევანია. ბავშვებისა და სამოქალაქო პირების მკვლელობა რუსეთის არჩევანია“, - განაცხადა ლიპავსკიმ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება