თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორთან დიდიე ტღებიუკთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორთან დიდიე ტღებიუკთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თეა ახვლედიანმა უცხოელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში გაერო-ს მიერ შეტანილი წვლილისათვის, ასევე აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში ჰუმანიტარული საქმიანობისთვის, რომელიც მიმართულია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისკენ.

თეა ახვლედიანმა დეტალურად ისაუბრა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის, სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" განხორციელების მიმდინარეობაზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

გაერო-ს მუდმივ კოორდინატორმა სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შემდგომი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება