კახა კალაძე - ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ვართ წარმოდგენილი - ევროინტეგრაციის გზაზე მითხარით ერთი თემა, რაშიც რამე არასწორად გავაკეთეთ

ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის - ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ვართ წარმოდგენილი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაშინგტონში ნატო-ს 75-ე სამიტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კალაძის თქმით, არ არსებობს არგუმენტი იმისა, რომ საქართველომ კურსი შეიცვალა. მისი თქმით, მიზანმიმართულად ხდება სიცრუის პროპაგანდა.

„ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის. ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ვართ წარმოდგენილი. პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ვატარებთ. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ასევე ევროინტეგრაციის გზაზე მითხარით ერთი თემა, რაშიც რამე არასწორად გავაკეთეთ. 2012 წლიდან ყველა წინ გადადგმული ნაბიჯი ასოცირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან, შესაბამისად, არ არსებობს არგუმენტი იმისა, რომ საქართველომ კურსი შეიცვალა. მიზანმიმართულად ხდება სიცრუის პროპაგანდა.

დღეს, ჩვენ ქვეყანას ისე, როგორც არასდროს სჭირდება მშვიდობა, სიმშვიდე და ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება