კახა ქემოკლიძე - პარტიები „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ უმეტესწილად ელექტორატს ართმევენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვას არავის

პარტიები „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ უმეტესწილად ელექტორატს ართმევენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვას არავის, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც აღნიშნული პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ახალი, ჯადოსნური მესამე ცენტრი იქმნება“, ეს სიმართლე არ არის.

„რატომ ვერ შედგა დიდი გაერთიანება? უპრიანი იქნება, რომ ამაზე თვითონ განაცხადონ. გულწრფელად განაცხადონ საქართველოს მოსახლეობის წინაშე, რაზე ვერ შეთანხმდნენ. მგონია, რომ ისინი ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს, რომ იცოდნენ, რა იყო მიზეზი აზრთა სხვადასხვაობის, რატომ ვერ გაერთიანდა ორი ჯგუფი, რომელიც ძალიან დიდი იმედებს ამყარებდა გაერთიანებაზე. „ქართული ოცნების“ ყოველდღიური ოპერირების სქემას მაგონებს, დღეს რომ ერთს იძახიან, ხვალ მეორეს, ზეგ მესამეს. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ გულწრფელობას ქართულ პოლიტიკაში და ეს ეხება ყველას, ოპოზიციიდან დაწყებული მთავრობით დამთავრებული.

მე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რომ ეს გაერთიანება რაღაც განსაკუთრებულ, მესამე პოლიტიკურ ცენტრს ჩამოაყალიბებდა იმიტომ, რომ ძირითადი მოთამაშეები, რომლებიც გაერთიანებას ქმნიან დნმ-ის დონეზე მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან გამოსული ადამიანები არიან, როგორც კარიერულად, ისე ფილოსოფიით, პოლიტიკური იდეოლოგიით და ა.შ. კითხვა რომ დაუსვათ თითოეულ მათგანს, რომ ჩამოთვალონ 5 ძირითადი, სტრატეგიული, ტექტონიკური, ფუნდამენტური შეცდომა „ნაციონალური მოძრაობის", წინა ხელისუფლებიდან დაწყებული, დღემდე, ჩემი აზრით მკაფიო, გულწრფელ პასუხს ვერ გეტყვიან. განა იმიტომ, რომ არ იციან, ეს რომ განაცხადონ, მათი ელექტორალური ბაზა მთლიანად ჩამოიშლება. მათი ელექტორალური ბაზა დგას „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებზე. ეს ადამიანები როდესაც იძახიან, რომ ახალი, ჯადოსნური მესამე ცენტრი იქმნება, ეს აპრიორი სიმართლე არ არის იმიტომ, რომ ათ ადამიანს რომ კითხვა დაუსვა, ეს გაერთიანება ახალ მესამე სტრატეგიულ ცენტრს ქმნის თუ არა, გეტყვის არა, ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი განშტოება, რომელიც რაღაცაზე ვერ შეთანხმდა და ჩამოაყალიბეს ცალკე მიმართულება“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება