ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ და ნატო-ს სხვა მოკავშირეები უკრაინას სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის ხუთ სისტემას და ტაქტიკური თავდაცვის ათობით სისტემას  გადასცემენ

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ნატო უკრაინას სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის ხუთ სისტემას და ტაქტიკური თავდაცვის ათობით სისტემას გადასცემს.

„შეერთებული შტატები, გერმანიასთან, ნიდერლანდებთან, რუმინეთთან და იტალიასთან ერთად, უკრაინას გადასცემს აღჭურვილობას სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის 5 სისტემისთვის და უახლოეს თვეებში შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები აპირებენ უკრაინას ტაქტიკური საჰაერო თავდაცვის ათობით დამატებითი სისტემა მიაწოდონ“, - განაცხადა ბაიდენმა ნატო-ს სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს.

მისი თქმით, აშშ უზრუნველყოფს, რომ უკრაინამ ეს დახმარება მანამდე მიიღოს, ვიდრე მას სხვა ვინმე მიიღებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება