ქართული ღვინის მასშტაბურ ფესტივალს პოლონეთის ქალაქ კრაკოვმა უმასპინძლა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და პოლონეთის რესპუბლიკაში სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „ო-ლილე“ ორგანიზებით, კრაკოვის ცნობილი ისტორიული სასახლის (Dwór w Tomaszowicach) ტერიტორიაზე ქართული ღვინის ორდღიანი ფესტივალი გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფესტივალში 20-მდე ქართული ღვინის კომპანია, როგორც მსხვილი, ისე საშუალო და მცირე მწარმოებლებლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას ადგილობრივი იმპორტიორები, HoReCa სექტორის წარმომადგენლები, ღვინის მომხმარებლები, ჟურნალისტები და ბლოგერები, ჯამში 1000-მდე სტუმარი დაესწრო. მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას.

ფესტივალი ქართველი მომღერლებისა და მოცეკვავეების კონცერტის ფონზე მიმდინარეობდა.

„ეს არის ქართული ღვინის პოპულარიზაციის საუკეთესო გზა, რადგან პოლონელ მომხმარებლებს, ასევე ტურისტებს, აქვთ ქართული ღვინის დაგემოვნების კარგი შესაძლებლობა; ეს არის საუკეთესო ადგილი ღვინის დეგუსტაციისათვის, სადაც წარმოდგენილია ქართული ღვინის უნიკალური ჯიშები, როგორიცაა ქისი, რქაწითელი, საფერავი და ა.შ., ისევე როგორც წარმოდგენილია ღვინის დაყენების სხვადასხვა მეთოდი“, - აღნიშნა პოლონეთში ერთ-ერთი პრესტიჟული, ღვინის თემატიკის გამომცემლობის ,,ვინისფერა“ მთავარმა რედაქტორმა მარიუშ კაპჩინსკიმ, რომელიც უკვე წლებია თანამშრომლობს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით.

პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წლის განმავლობაში სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებები აქტიურად იმართება. შედეგად, ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში პოლონეთმა სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 3,2 მლნ ლიტრი ღვინო, ზრდამ გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 19% შეადგინა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო