GCCA-მ „ამბოლს“ და „ართთაიმს“ მომხმარებლების სასარგებლოდ ვალდებულებები დააკისრა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, შპს „ამბოლთან“ და შპს „ართთაიმთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულებები გააფორმა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შპს „ამბოლი“ ბაზარზე წარმოდგენილია ავტოპროდუქტებისა და ავტოსერვისის მომსახურების, ხოლო შპს „ართთაიმი“ აქსესუარებით და საათებით ვაჭრობის სექტორში.

„სააგენტოსა და მოვაჭრეებს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, მოვაჭრეებს დაევალათ: გამოასწორონ კომპანიის შიდა პოლიტიკა და მომხმარებელს ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდონ კანონით განსაზღვრული ინფორმაცია; მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაცია განათავსონ როგორც ადგილზე, ასევე ოფიციალურ ვებ-გვერდებზე www.arttime.ge და https://amboli.ge/; უზრუნველყონ საქონელზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება; ჩამოაყალიბონ კანონთან შესაბამისი მკაფიო საგარანტიო პირობები; შეიმუშაონ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობები და მისი მომხმარებლისათვის გაცნობის წესი.

GCCA-ის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეებს განესაზღვრათ კონკრეტული ვადა - სავაჭრო პოლიტიკის გამოსასწორებლად და მომხმარებელთა, სავარაუდოდ, დარღვეული უფლებების აღსადგენად.

ინფორმაციისთვის: 2024 წლის ექვსი თვის მონაცემებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 407 განაცხადი დაფიქსირდა. 84 საქმეზე დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 38 დარღვევის ფაქტი, ხოლო 77 საქმეზე პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 67 შეთანხმება გაფორმდა. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 21 მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება