საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია - CERN-ის CMS ექსპერიმენტის ასოცირებული წევრი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საქართველოსა და ფიზიკაში ელემენტარული ნაწილაკების მსოფლიოს უდიდესი ლაბორატორიის, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია - CERN-ს შორის ურთიერთობის გაღრმავებისა და CMS კოლაბორაციაში შეტანილი წვლილის, ასევე, პირადი საორგანიზაციო და სამეცნიერო მიღწევებისთვის, CMS ექსპერიმენტის ასოცირებული წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციის (CERN) მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ჟენევაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში რექტორი CERN-ის ერთ-ერთი უდიდესი CMS ექსპერიმენტის ლიდერს, ჯგუფის ხელმძღვანელ დოქტორ ლუკა მალგერის, CMS ექსპერიმენტის წამყვან მეცნიერს, პროფესორ ტიციანო კამპორეზის და RPC ჯგუფის ხელმძღვანელს, დოქტორ სალვატორე ბუენტემპოს შეხვდა.

აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ლუკა მალგერისთან და ტიციანო კამპორეზისთან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია - CERN-ს შორის სამეცნიერო კოლაბორაციის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა და სამომავლო გეგმები დასახა. CERN-ის CMS ექსპერიმენტის წამყვან ქართველ და უცხოელ მეცნიერებთან ერთად, დავით გურგენიძემ CMS კოლაბორაციაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სტუ-ის მეცნიერთა როლი შეაფასა, ასევე, მიმდინარე კვლევების აქტუალურობასა და მნიშვნელობაზე იმსჯელა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სტუ-ის რექტორი CMS ექსპერიმენტში CMS-ის მიონური სისტემის RPC ჯგუფში მომუშავე ქართველ ფიზიკოსებს შეხვდა. RPC ჯგუფის ხელმძღვანელმა, დოქტორმა სალვატორე ბუენტემპომ RPC კამერების შექმნისა და წარმატებით ფუნქციონირებაში სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფის უდიდეს წვლილზე რექტორს ინფორმაცია მიაწოდა.

სტუ-ის ინფორმაციით, CMS კოლაბორაციის წევრებთან აკადემიკოს დავით გურგენიძის შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ CERN-ი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში CMS კოლაბორაციის კონკრეტული ამოცანების განსახორციელებლად, ფიზიკის თანამედროვე საუნივერსიტეტო ლაბორატორიის განახლება-მოწყობაში შეიტანს წვლილს და ამ მიზნით უნივერსიტეტს უახლეს ტექნიკას გადასცემს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს