თსუ-ს სტუდენტები მონრეალში ახალგაზრდული პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობენ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფრანგული ფილოლოგიის სტუდენტები ბექა შავლიაშვილი და ნანა კოკოჩაშვილი ახალგაზრდა პარლამენტარების რანგში მონრეალში (კანადა) ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.

თსუ-ს ინფორმაციით, თსუ ფრანგული ფილოლოგიის სტუდენტები საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოს სახელით მონაწილეობას იღებენ ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 49-ე ყოველწლიურ სესიაში, რომელიც 8 ივლისს ოფიციალურად გაიხსნა. სესიას ესწრებიან 13 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები და 350 დელეგატი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან.

„პლენარული სესიის გენერალური დებატების მთავარ თემას „ხელოვნური ინტელექტი და პარლამენტარიზმი“ წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ორი ქართველი ახალგაზრდა წელს პირველად იღებს მონაწილეობას ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ახალგაზრდული პარლამენტის მუშაობაში. თსუ ფრანგული ფილოლოგიის სტუდენტის ბექა შავლიაშვილის თქმით, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობით მათ ეძლევათ სხვადასხვა აქტივობაში ჩართვის, მსოფლიოს მრავალი უნივერსიტეტის ფრანკოფონ სტუდენტებთან კავშირების დამყარებისა და იდეების გაზიარების შესაძლებლობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება