მოიპოვე გერმანიის, პორტუგალიის ან ჩეხეთის უნივერსიტეტის დიპლომი BTU-სთან ერთად

თუ ორი დიპლომის მოპოვება გსურთ, ამაში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა დაგეხმარებათ. პროგრამის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია სწავლის ბოლო ერთი წელი საზღვარგარეთ, პარტნიორ უნივერსიტეტში გაატაროს და მიიღოს საერთაშორისოდ აკრედიტებული დიპლომი მენეჯმენტში. ესენია: გერმანიაში ვიურცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის დიპლომი, პორტუგალიაში ბრაგანჩას პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დიპლომი ან ჩეხეთში პრაღის ნიუ იორკის უნივერსიტეტის დიპლომი.

ორი დიპლომი კურსდამთავრებულებისთვის კარიერული წარმატების საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპია. ის საშუალებას აძლევს უფრო მარტივად დასაქმდნენ მსოფლიო მასშტაბით და კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწიონ კარიერაში.

ორი დიპლომის მიღების შესაძლებლობის პარალელურად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა არაერთი უპირატესობით გამოირჩევა. ის სტუდენტებს აძლევს უნარებს, რომლებსაც სხვადასხვა სექტორში გამოიყენებენ. ესენია: პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობა, კრიტიკული აზროვნება, ლიდერობა, სხვადასხვა ტიპისა, ინტერესების მქონე ადამიანებთან მარტივი კომუნიკაცია და სხვა.

მნიშვნელოვანია, რომ მენეჯმენტის პროგრამა იძლევა ძლიერ საფუძველს ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებაში, მათ შორის, ფინანსებში, მარკეტინგში, ადამიანური რესურსების მართვაში და სხვა. 4 წლის განმავლობაში ისწავლება ეკონომიკის პრინციპები, მარკეტინგის საფუძვლები, ოპერაციათა მენეჯმენტი, მენეჯერული აღრიცხვა, ფინანსური მენეჯმენტი, ადამიანური რესურსების მართვა, ორგანიზაციული ქცევა, სამეწარმეო სამართალი, პროექტების მენეჯმენტი, ინვესტიციები.

სტუდენტები იღებენ სრულ დაფინანსებას საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსებზე, ტრენინგებსა და გადამზადების პროგრამებზე მსხვილი საერთაშორისო პარტნიორებისგან.

პროგრამის წლიური გადასახადი 2250 ლარია, თუმცა სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სწავლის სრული დაფინანსებაც მოიპოვონ.

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის