ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურ ფლანგზე ალიანსების შექმნის პროცესი დაიწყო და ჩემი აზრით, ის სწორი მიმართულებით მიდის

პროცესი დაიწყო და ჩემი აზრით, ოპოზიციურ ფლანგზე ის სწორი მიმართულებით მიდის, - ასე შეაფასა ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ ოპოზიციურ ფლანგზე ახალი პოლიტიკური ალიანსების შექმნა.

ექსპერტის განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილება მოხდა, რამაც სხვადასხვა დამოუკიდებელი პარტია წარმოშვა, თუმცა ძაბირაძის შეფასებით, მსგავსი კონფიგურაციები მათ ოპოზიციური ხმების სრულად ათვისების და ყველა მათგანს ბარიერის გადალახვის შესაძლებლობას მისცემს.

„თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავდა საკმაოდ მყარი ელექტორატი და ამ 12 წლის განმავლობაში, მან ეს ელექტორატი მთლიანობაში შეინარჩუნა. როდესაც ახლა ლაპარაკია ამ 2 პოლუსზე - ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ორი პოლუსი. თუ „ევროპული საქართველოც“ რომელიმე პოლუსზე მოძებნის ადგილს, ეს იქნება იმის გარანტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მაქსიმალურად აითვისებს ოპოზიციურ ნაციონალურ ხმებს. მე არ ვლაპარაკობ შუაშისტურ ხმებზე და ძალიან საკამათოა ნეიტრალური ამომრჩეველი რამდენად მიემხრობა ამ ფრთას, ყოველ შემთხვევაში ნეიტრალური ამომრჩევლის როლი აქ ძალიან დიდი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ სწორად დალაგდა დღესდღეობით - „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატის სრული ათვისება მოხდება. ეს გამორიცხავს იმას, რომ რომელიმე მათგანმა ვერ გადალახოს 5%-იანი ბარიერი. როგორ გაიყოფა ხმები, ეგ სხვა თემაა. მე ვფიქრობ, ჯერჯერობით, პირველ ადგილზე მაინც „ნაციონალური მოძრაობაა“ და მეორეზე „ახლები“, თუ რაღაც შეიცვლება ამ საარჩევნო პროცესში, ამას დავაკვირდებით და ვნახავთ, მაგრამ მეეჭვება.

პრობლემა ის, არის რომ მოხდა განხეთქილება, გარკვეული პოზიციების შეუჯერებლობა. „ახლები“ ხომ ჰაერიდან არ წარმოშობილან? - იქ იყო კეზერაშვილის ფაქტორი, იყო სააკაშვილის ფაქტორი, ამიტომ ამან გარკვეული განხეთქილება გამოიწვია ამ მოძრაობის შიგნით. ისევე როგორც თავის დროზე „ევროპულმა“ საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეწარმოებინა დამოუკიდებელი პოლიტიკა. ამიტომ რეალობა გვაქვს დღეს ასეთი. ერთი ფაქტორია კიდევ - არ ვიცით, როგორ დაჯგუფდება შუაშისტური „ლელო-გახარიას“ ტანდემი. შედგება მათი გაერთიანება თუ არ შედგება. პროცესი ახლა დაიწყო, ბოლომდე ხომ ჩამოყალიბებული არ არის. ამას თან სდევს ახალი პოლიტიკური გაერთიანებების თუ მოძრაობების გაჩენა, ეს პროცესიც დაიწყება და კიდევ მოსალოდნელია, რომ ახალი პოლიტიკური სუბიექტები გაჩნდებიან, გაცოცხლდებიან ძველებიც. პროცესი დაიწყო და ჩემი აზრით, ოპოზიციურ ფლანგზე ის სწორი მიმართულებით მიდის,“ - განაცხადა ძაბირაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს