ბადრი ჯაფარიძე - შეჩერებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი - ეს იყო რუსეთის დავალება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პირნათლად შეასრულა

ახლა უკვე გერმანიამ დაადასტურა, რომ არ განიხილავს არცერთ ფინანსურ პროექტს საქართველოსთან მიმართებით, შეჩერებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, - ასე გამოეხმაურა პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას.

როგორც ბადრი ჯაფარიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, ეს იყო რუსეთის დავალება, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" პირნათლად შეასრულა.

„ქართულმა ოცნებამ" რუსეთის სპეცსამსახურების დავალება შეასრულა. ის, რაც ქართველმა ხალხმა თავისი თავისუფლებისთვის ბრძოლით მიაღწია, მხარდაჭერა, რაც გამოიხატებოდა ჩვენი ქვეყნისადმი განუწყვეტელი მხარდაჭერით შეერთებული შტატების, გერმანიის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან, ეს დახმარებები თანდათან ჩერდება. ახლა უკვე გერმანიამ დაადასტურა, რომ არ განიხილავს არცერთ ფინანსურ პროექტს საქართველოსთან მიმართებით, შეჩერებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ეს იყო რუსეთის დავალება, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" პირნათლად შეასრულა. ცხადია, "ქართული ოცნების" საბოლოო მიზანი არის, რომ ქვეყანა იმ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რომელშიც 90-იანი წლების დასაწყისში იმყოფებოდა, როდესაც მარტოები ვიყავით დარჩენილი რუსეთის ფედერაციასთან, რამაც სამოქალაქო ომი, სეპარატისტული მოძრაობები, საქართველოს რეგიონებში სისხლისმღვრელი ბრძოლები გამოიწვია. აი, ეს სურს "ქართულ ოცნებას", რომ ქვეყანა 90-იანი წლების დასაწყისში დააბრუნოს. ამას თითოეული ჩვენგანი წინ უნდა აღვუდგეთ. ჩვენ გვჭირდება სტაბილური, კეთილდღეობით სავსე, მშვიდობიანი ქვეყანა, რომელიც დაცულია თავისი მეგობრების მიერ. საქართველო სტაბილურობას, მშვიდობას, კეთილდღეობას დაიბრუნებს და მხოლოდ მაშინ მიაღწევს, როცა ჩვენ ევროპული ოჯახის წევრი გავხდებით, როცა ყველა ის მხარდაჭერა და პროექტი აღდგება, რომლებსაც, მათ შორის თავდაცვის სფეროში, შეერთებული შტატები და ჩვენი ევროპელი მეგობრები ათეულობით წლის განმავლობაში ახორციელებდნენ, ეს შეიძლება მხოლოდ "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდგომ განხორციელდეს. 26 ოქტომბერს ჩვენ ერთად შევცვლით ხელისუფლებას!“,-წერს ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერის განცხადებით, გერმანია საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას აწარმოებს. დიპლომატის თქმით, ქართველებმა უნდა იფიქრონ იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ევროკავშირში გაწევრიანება.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო