„საქართველოს ბანკის“ სტიპენდიების პროგრამას შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტიც შეუერთდა

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, რამდენიმე თვეა ბანკი სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 20-მდე პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აბიტურიენტებს აძლევს შესაძლებლობას, სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება მიიღონ.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ახლახან პარტნიორების რიცხვს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტიც შეემატა.

„საქართველოს ბანკის“ სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა მოტივირებულ, მიზანდასახულ სტუდენტებს შეუძლიათ. ამასთან, სწავლის დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა აქვთ აბიტურიენტებსაც, თუ ისინი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალ ქულებს და გასაუბრების ეტაპზე ჟიურისგან მაღალ შეფასებებს მიიღებენ.

ინიციატივის ფარგლებში, გამარჯვებულების შესარჩევ კრიტერიუმებს უნივერსიტეტები თავად ადგენენ. თუმცა, მათ რამდენიმე საერთო კრიტერიუმიც აქვთ:

თეატრალური უნივერსიტეტში „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიების მისაღებად საჭიროა:

სტუდენტი იყოს საქართველოს მოქალაქე;

ჰქონდეს ბაკალავრის სტუდენტის აქტიური სტატუსი;

მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA);

აკმაყოფილებდეს უნივერსიტეტის მიერ სტიპენდიის მისაღებად დაწესებულ კრიტერიუმებს.

სტიპენდიატების შესარჩევ კრიტერიუმებს პარტნიორი უნივერსიტეტები თავად ადგენენ.

თეატრალურ უნივერსიტეტში „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ უნივერსიტეტის ვებგვერდს.

„საქართველოს ბანკის“ სასტიპენდიო პროგრამა გრძელდება და პარტნიორი უნივერსიტეტების რიცხვიც იზრდება. „საქართველოს ბანკის“ მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად ეწვიეთ ვებგვერდს: csr.bog.ge“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე