ცაგერში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

ცაგერში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო“ დაწესებულებამ პაციენტები უკვე მიიღო.

„ამ დრომდე ჰემოდიალიზზე დამოკიდებულ პირებს, სიცოცხლისთვის აუცილებელი სერვისის მისაღებად სხვა რეგიონში, საცხოვრებელი ადგილიდან ათობით კილომეტრის დაშორებით უწევდათ ჩასვლა, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ პირობებს და პერსონალის საჭიროებებს ადგილზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორ პაპუნა მარგველიძესთან და ცაგერის მერთან, ლევან ზალკალიანთან ერთად გაეცნო.

“რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო“ დაწესებულება, დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულადაა აღჭურვილი. ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირებს, სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი, ყოველდღიურად, მოემსახურება.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი მოქალაქეებზე ზრუნვა და მათთვის ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების მიწოდება.

პროგრამის გაფართოება, ჯანდაცვის სამინისტრომ, 2022 წლის აპრილში დააანონსა. დღევანდელი მონაცემებით, კი დიალიზის სერვისი 50 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი. პროგრამის ფარგლებში, კი 3 000-ზე მეტი პაციენტია ჩართული“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს