ლაზარე გრიგორიადისი - ადმინისტრაციული მქონდა და გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მიიღეს - ჩემი პროტესტი გამოხატვის თავისუფლებაში ჯდებოდა, აქციაზე 10 წუთის მისული ვიყავი, ჯებირზე დავაკაკუნე, დაკავებები რომ დაიწყეს, წამოვედი

უსამართლო გადაწყვეტილებაა,- ასე გამოეხმაურა ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ის სამართალდამრღვევად ცნეს.

გრიგორიადისის განმარტებით, მისი ქმედებები გამოხატვის თავისუფლებაში ჯდებოდა და პოლიციელებს სასამართლოში მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ ჰქონდათ.

„სირცხვილია, რომ სასამართლოში საქმეები ისევ ისე გვარდება, როგორც ადრე. როცა პირველად დამიჭირეს, მაშინაც იგივე მოხდა, არანაირი ფაქტი არ იყო და გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მიიღეს. ახლაც ადმინისტრაციული მქონდა და გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მიიღეს. თუ რის საფუძველზე, ეს ალბათ ეწერება. სირცხვილია, როცა მოსამართლე მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენებას ეყრდნობა და შეუძლია გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოტანა. ჩემი პროტესტი გამოხატვის თავისუფლებაში ჯდებოდა, აქციაზე 10 წუთის მისული ვიყავი, ჯებირზე დავაკაკუნე, დაკავებები რომ დაიწყეს, წამოვედი. პოლიციელები ყოველთვის ამას აკეთებენ, ასეთი სისტემა აქვთ შექმნილი, რომ აქტივისტებისგან ფული შეიტანონ ბიუჯეტში",- განაცხადა გრიგორიადისმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტთან მაისში მიმდინარე აქციებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი სამართალდამრღვევად ცნო და ის 2 300 ლარით დააჯარიმა.

ლაზარე გრიგორიადისი პარლამენტთან 14 მაისს დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი