გიგი წერეთელი ნატოს სამიტზე - ხელისუფლება მისი პოლიტიკითა და ნაბიჯებით გვაშორებს დასავლეთს და რუსეთთან პირისპირ გვტოვებს მარტოებს

ხელისუფლება მისი პოლიტიკითა და ნაბიჯებით გვაშორებს დასავლეთს და რუსეთთან პირისპირ გვტოვებს მარტოებს, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი მიმდინარე ნატოს სამიტს.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, სრულიად მოსალოდნელი იყო, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან დამძიმებული და გაფუჭებული ურთიერთობების ფონზე, ნატოს სამიტზე საქართველოს საკითხი არ იქნებოდა დღის წესრიგში.

„ყველა განცხადება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, რომ ჩვენ ვრჩებით პარტნიორებად, მხოლოდ განცხადებად რჩება. რეალობა სხვაა. ჩვენ, ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკისა და ნაბიჯების გამო, ვშორდებით დასავლეთს და მხოლოდ რუსეთთან პირისპირ დარჩენის პერსპექტივა გვაქვს, რაც ჩვენთვის ყველაზე მძიმეა“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს