საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი, კომპანია „ქართველი“ გახდა

საქართველოს ბიზნესასოციაციას კომპანია „ქართველი“ შეუერთდა, რომელიც ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიაა და უახლესი და ულტრათანამედროვე გერმანული და იტალიური ტექნიკით აღჭურვილი ღვინის ქარხანა და ვისკის სახდელი ქარხანა გააჩნია.

საქართველოს ბიზნესასოციაციის ინფორმაციით, „ქართველი“ პირველი და ერთადერთი ქართული ვისკის Jimsher-ის მწარმოებელია.

ინფორმაციის თანახმად, კომპანიას გაშენებული აქვს სხვადასხვა ადგილწარმოშობის დასახელების მიკროზონის ვენახები და ასევე 500-მდე ქართული და უცხოური ვაზის ჯიშის საცავი ქარხნის ტერიტორიაზე. დღეს „ქართველი“ ცოლიკოურის, ჩხავერის, ქინძმარაულისა და ახაშენის იშვიათ და უნიკალურ ვენახებს საქართველოს მიკროზონებში ამუშავებს.

„ქართველ“-ს დანერგილი აქვს ISO 22000:2018 ხარისხის მართვის სისტემა, მისი პერსონალი პერიოდულად გადის კვალიფიკაციის ამაღლებასა და ფლობს ყველა თანამედროვე ტექნოლოგიას.

„მივესალმებით კომპანია „ქართველს“ საქართველოს ბიზნესასოციაციის დიდ ოჯახში. კომპანიის მიზანია, მომხმარებელს შესთავაზოს მაღალი ხარისხის პროდუქცია და ამავდროულად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა გააცნოს. ასეთი მაღალი ხარისხისა და ტექნოლოგიების მეშვეობით წარმოება მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯისა და ტურისტული პოტენციალის გაზრდისთვის. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა პროდუქტიული და სარგებლის მომტანი იქნება“,- განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო