გია ვოლსკი - სამხედრო სწავლების გადადება მხოლოდ საქართველოს მიმართ დემარში არ არის, ეს სამხრეთ კავკასიაში პოზიციების დათმობას ნიშნავს - ეს ხელს რუსეთს აძლევს, რაც სტრატეგიული შეცდომაა

სამხედრო დახმარებებთან დაკავშირებით ერთი რამ მყარად შემიძლია ვთქვა: - არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ზოგადად კავკასიაში ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი რუსეთის ფაქტორია და სამხედრო სწავლების გაურკვეველი დროით გადატანა მხოლოდ საქართველოს მიმართ დემარში არ არის - ეს პოზიციების დათმობას ნიშნავს! სამხრეთ კავკასიაში პოზიციების შესუსტება, სამხედრო წვრთნების არჩატარება, ქართული ჯარის თუნდაც სიმბოლურ დახმარებაზე უარის თქმა უპირატესობას ყველაზე საფრთხის შემცველ მხარეს - რუსეთის ფედერაციას აძლევს, რაც სტრატეგიული შეცდომაა! - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

როგორც ვოლსკიმ ამ კონტექსტში აღნიშნა, “არასამთავრობო ორგანიზაციათა გამჭვირვალობის მოთხოვნის გამო დაფინანსების ჯარისთვის დაკლება, რომელიც საზოგადოებაში ყველაზე მაღალი რეიტინგით სარგებლობს და დაფინანსების არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მიცემა, რომელთაც ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვთ, უსამართლობა და წამგებიანი პოზიციაა“.

ვოლსკის თქმით, “გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით პოლიტიკურ ველზე წარმოქმნილი დაპირისპირება ევროკავშირის ქვეყნებს და აშშ-ს საშუალებას არ აძლევს, არ იყოს თანმიმდევრული და გაბრაზდნენ ქვეყანაზე, რომელმაც ერთი რამ - გამჭვირვალობა მოითხოვა“.

“უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს ჯარზე ბიუჯეტიდან მილიარდები იხარჯება როგორც სამხედრო შეიარაღების, ასევე ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ასევე უშველებელი თანხებია იმ სოციალური დახმარებებისთვის, რაც ჩვენს სამხედროებს სჭირდებათ. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ჯარი რეიტინგებში მოწინავეა, მაშინ როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები, ვისი გამჭვირვალობის გამო ეს პრობლემა წარმოიშვა, რეიტინგებში ყველაზე დაბალ დონეზეა.

როდესაც რეიტინგულ ჯარს აკლებ თუნდაც არასაკვანძო და არასაგანგებო მნიშვნელობის დახმარებას, ეს პოლიტიკური დემარში დამაზიანებელია. ერთადერთი, ვისაც ეს შეიძლება უხაროდეს, ოპოზიციური სუბიექტები არიან, რომელთაც ტაშ-ფანდური აქვთ ატეხილი და ამბობენ, რომ რაც ხდება არჩევნებისთვის ძალიან კარგია. ეს ასევე უხარიათ რუსეთის ფედერაციაში - ისეთივე ჭადრაკს თამაშობენ, როგორც 2008 წლის აგვისტოს წინა პერიოდში იყო.

როცა საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა წარმოადგენს, ასევე, როცა თბილისიდან 700 მეტრში რუსეთის ტანკები დგას და რაკეტაა ჩვენს საფეთქელზე დამიზნებული, როგორ შეიძლება, ამ დროს ჯარს მოაკლო და მილიონები რეიტინგის არმქონე არასამთავროებო ორგანიზაციებს მისცე, რომლებიც მხოლოდ ერთადერთ რამეს ლამობენ, რომ რადიკალური ოპოზიციის წინა რიგებში აღმოჩნდნენ და ქვეყანაში დესტაბილიზაცია და გადატრიალება მოაწყონ.

ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ!“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო