გია ჯაფარიძე - აშშ-მა გადაწყვიტა საქართველოსთან ურთიერთობების სრული გადახედვა, ევროკავშირმა განაცხადა, რომ შეჩერებულია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი - ერთადერთი გამოსავალია „ქართული  ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა საქართველოსთან ურთიერთობების სრული გადახედვა, ევროკავშირმა განაცხადა, რომ შეჩერებულია საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების პროცესი, ამ განცხადებას უერთდებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, უერთდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ერთადერთი გამოსავალი კი ამ სიტუაციაში არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება, - ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმა, გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია გრძელდება და ღრმავდება.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა საქართველოსთან ურთიერთობების სრული გადახედვა, რაც გულისხმობს ფინანსური, ეკონომიკური, პოლიტიკური, დიპლომატიური და სხვა ტიპის დახმარებების გადახედვას და ასევე გულისხმობს საქართველოს მთავრობის იმ პირების სანქცირებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე, ადამიანის უფლების მასობრივ დარღვევასა და რუსული კანონის მიღებაზე.

ევროპის კავშირმა განაცხადა, რომ შეჩერებულია საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების პროცესი, ამის გარდა განაცხადა თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონიანი დახმარების შეჩერების შესახებ.

ამ განცხადებას უერთდებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, უერთდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც ასევე, აჩერებენ საქართველოსთვის მიმართულ წლების განმავლობაში არსებულ დახმარებას, საქართველო სულ უფრო მეტად ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო რჩება მარტო, დაუცველი, მტრის წინაშე და საქართველოს მოქალაქეები რჩებიან სიღარიბეში, თუ ეს ტენდენცია ჩვენ გვემუქრება რეალური საფრთხე ჩვენი ქვეყნის დესუვერენიზაციის. ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციაში არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება.

ამისათვის კი საჭიროა, რომ საქართველოს მოსახლეობამ 26 ოქტომბერს უარი უთხრას „ქართულ ოცნებას“, ამისთვის უალტერნატივოა ერთიანობა“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს