დიმიტრი პესკოვი დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებაზე - ეს დაძაბულობის გაზრდისა და სიტუაციის ესკალაციისკენ კიდევ ერთი უპასუხისმგებლო ნაბიჯია - რა თქმა უნდა, შესაბამის ზომებს მივიღებთ

ეს დაძაბულობის გაზრდისა და სიტუაციის ესკალაციისკენ კიდევ ერთი უპასუხისმგებლო ნაბიჯია, - ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი დიდი ბრიტანეთის პრემიერის, კირ სტარმერის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ბრიტანული Storm Shadow-ის რაკეტების თავდაცვითი მიზნებისთვის გამოყენება უკრაინის გადასაწყვეტია.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ კრემლში ეს განცხადება ჯერ არ უნახავთ.

„მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს დაძაბულობის გაზრდისა და სიტუაციის სერიოზულად ესკალაციისკენ კიდევ ერთი უპასუხისმგებლო ნაბიჯია, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ნაბიჯი. ჩვენ ამ ყველაფერს ყურადღებით აღვნიშნავთ, რა თქმა უნდა, შესაბამის ზომებს მივიღებთ“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება