„საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერს Simple Steps Academy-ში ციფრული მარკეტინგის კურსზე შეასწავლიან

„საქართველოს ბანკის“ ციფრული სარეკლამო პლატფორმა Ads მენეჯერი, რომელიც ბიზნესებს 1 500 000 მომხმარებელთან აკავშირებს, საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამებში მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

ბანკის ინფორმაციით, ციფრული მარკეტინგის შემსწავლელმა ერთ-ერთმა წამყვანმა ქართულმა აკადემიამ, Simple Steps Academy-მ, Ads მენეჯერი საკუთარი კურსის სილაბუსში შეიტანა და მას ისეთ ცნობილ ციფრულ ხელსაწყოებთან ერთად ასწავლის, როგორებიცაა Google Ads, Meta Business Manager და სხვა.

ამასთან, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, Ads მენეჯერი პერსონალიზებული შეთავაზებების შექმნისა და მართვის პლატფორმაა „საქართველოს ბანკისგან“. იგი ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, ინფორმაცია ფასდაკლების, ქეშბექის ან სპეციალური პირობების შესახებ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებს მობილბანკში, ინტერნეტბანკსა ან offers.bog.ge-ზე გაუზიაროს. მისი მეშვეობით, ბიზნესი ირჩევს მიზნობრივ აუდიტორიას მომხმარებელთა ადგილმდებარეობის, ასაკის, ინტერესების, ქცევის თუ სქესის მიხედვით, მომხმარებელი კი ორგანიზებულად, ერთ სივრცეში ათვალიერებს საკუთარ ინტერესებზე მორგებულ შეთავაზებებს.

Ads მენეჯერი რეგიონული მასშტაბით უნიკალური პლატფორმაა და ის განსაკუთრებით ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვისაა. ის კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, გაზარდონ გაყიდვები და შეიძინონ ერთგული მომხმარებლები.

„მოხარული ვართ, რომ Ads მენეჯერი იქცა ისეთ საინტერესო პლატფორმად, რომლის შესახებაც საგანმანათლებლო დაწესებულება სილაბუსს ადგენს. თანამედროვე სამყაროში ბიზნესებისთვის ციფრული მარკეტინგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გახდა, შესაბამისად, სასიამოვნოა, რომ ამ სფეროს შესწავლით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიცნონ და შემდგომში პრაქტიკაში დანერგონ საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი ხელსაწყო, რომელიც მათ გაძლიერებაზეა ორიენტირებული. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესებისთვის სასარგებლო ციფრული ეკოსისტემის განვითარებას“, - აცხადებს გიორგი ვახტანგიშვილი, „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

ბანკის ინფორმაციით, Simple Steps Academy-ის ციფრული მარკეტინგის ფიზიკური კურსი 9 სექტემბერს, ხოლო ონლაინ კურსი 10 სექტემბერს დაიწყება. მას ალექსანდრე ჩომახიძე და ნიკა იორდანიშვილი გაუძღვებიან.

კურსზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ამ ბმულს, Ads მენეჯერის შესახებ კი გაიგეთ მეტი „საქართველოს“ ბანკის ვებგვერდიდან.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს