ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ავსტრიის კანცლერს შეხვდა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ავსტრიის კანცლერს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რომ ავსტრიის კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტების შესახებ „ვრცელი დისკუსია“ ჰქონდა, მათ შორის უკრაინის შესახებ.

„ინდოეთი და ავსტრია მშვიდობისა და სტაბილურობის სწრაფად აღდგენისთვის დიალოგისა და დიპლომატიის მნიშვნელობას ხაზს უსვამენ. ორივე ჩვენგანი მზად არის, რომ ამის მისაღწევად ყველა შესაძლო მხარდაჭერა უზრუნველყოს“, - განაცხადა მოდიმ.

ავსტრიის კანცლერის თქმით, მნიშვნელოვანია უკრაინასთან დაკავშირებით ინდოეთის პოზიციის მოსმენა და აღნიშნა, რომ ინდოეთის მიერ გასულ თვეში შვეიცარიაში გამართულ მშვიდობის სამიტში მონაწილეობა მნიშვნელოვანი სიგნალი იყო.

ცნობისთვის, ავსტრიაში ჩასვლამდე ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები გამართა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს