პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ უცხო ნომრებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მიღებული საეჭვო ბმულების გახსნისგან და პერსონალური მონაცემების გაზიარებისგან

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს თავი შეიკავონ უცხო ნომრებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მიღებული საეჭვო ბმულების გახსნისგან და პერსონალური მონაცემების გაზიარებისგან.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია უცხო სატელეფონო ნომრებიდან, მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის ფაქტების თაობაზე, რომლითაც, შეტყობინების გამგზავნი პირები, მონაცემთა სუბიექტებს აწვდიან ინფორმაციას გზავნილის საწყობში მიღებასთან და მისამართის ცვლილების საჭიროებასთან დაკავშირებით. ამასთან, მოკლე ტექსტური შეტყობინებების ბოლოს, მითითებულია ბმული, რომელზე გადასვლის შემთხვევაშიც, მონაცემთა სუბიექტებს თხოვენ მათი პერსონალური მონაცემების, მათ შორის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომრის და საბანკო ბარათის მონაცემების მითითებას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ უცხო ნომრებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მიღებული საეჭვო ბმულების გახსნისგან და თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარებისგან.

განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში წარმოდგენილ მომართვებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს, ისინი გადაგზავნილ იქნა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, შემდგომი რეაგირებისთვის“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება