ალუდა ღუდუშაური პეტერ ფიშერის განცხადებაზე - ვერ გეტყვით ბატონ ელჩს ამის თქმის საფუძველს რა აძლევს - რას ვითხოვთ? - თეთრზე ვთქვათ, რომ თეთრია, შავზე უნდა ვთქვათ, რომ ნამდვილად შავია

ვერ გეტყვით ბატონ ელჩს [პიტერ ფიშერს] ამის თქმის საფუძველს რა აძლევს - რას ვითხოვთ? - თეთრზე ვთქვათ, რომ თეთრია, შავზე უნდა ვთქვათ, რომ ნამდვილად შავია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხელისუფლების ნაბიჯები და მოქმედება სწორედ ევროპული ღირებულებებითაა გამსჭვალული.

„ვერ გეტყვით ბატონ ელჩს [გერმანიის ელჩს] ამის თქმის საფუძველს რა აძლევს. თქვენ თუ მაგალითად ფაქტს მოიყვანთ, რომ მე ან ჩემმა რომელიმე კოლეგამ „ქართული ოცნებიდან“ ევროკავშირთან მიმართებაში რაიმე განცხადება გავაკეთეთ, რომლის საპასუხოც შეიძლებოდა ყოფილიყო ელჩის ეს განცხადება, ვერ გეტყვით. ამ შეფასებაში ვერავის ვერ დავეთანხმები, რადგან ასე არ არის. სინამდვილეში საქმე სხვაგვარადაა, რაც საზოგადოებამ უნდა განსაჯოს. სინამდვილეში საქმე იმაშია, რომ ჩვენი ნაბიჯები და მოქმედება სწორედ ევროპული ღირებულებებითაა გამსჭვალული.

ევროპა ჩვენ იმიტომ გვინდა, რომ იქ სამართლიანი თამაშის წესები და სიმართლეა. სხვას რას ვითხოვთ? - თეთრზე ვთქვათ, რომ თეთრია, შავზე უნდა ვთქვათ, რომ ნამდვილად შავია, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპულ ღირებულებებთან გვექნება წინააღმდეგობა ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, გერმანიის ელჩის, ჰეტერ ფიშერის განცხადებით, გერმანია საქართველოსთან დაკავშირებით ურთიერთობის გადახედვას აწარმოებს.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამჟამად საქართველოსთან მიმართებაში ახალი ვალდებულებები არ ავიღოთ, ამიტომ გერმანიიდან საქართველოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებები ამჟამად არ არის. ასევე, გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნებში მონაწილეობა გააუქმა. ჩვენ გავაუქმეთ დიდი სამართლებრივი ფორუმი, რომელიც გასულ წელს თბილისში გაიმართა და ამ ზაფხულს ბერლინში უნდა ჩატარებულიყო. ჩვენ შემდგომ მოქმედებებს განვიხილავთ"- განაცხადა პეტერ ფიშერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს