ფატი ხალვაში - სახელმწიფო ზრუნავს თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაზე

აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, ფატი ხალვაშის განცხადებით, ძალზე მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებისა და ახალი, ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ, რომელთა გამოყენებითაც მოახლოებული არჩევნები ჩატარდება.

მისივე თქმით, შშმ პირთათვის, თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებშიც „აქტიურად ვართ ჩართულები“.

„ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შემცირდეს შშმ პირთა წინაშე არსებული ბარიერები, რათა მათ შეძლონ არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა. თანამშრომლობა, რომელიც საჯარო უწყებებს, საარჩევნო ადმინისტრაციებს, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებსა და პარტნიორებს აერთიანებს, სწორედ ამ მიზნის მიღწევაზეა ორიენტირებული - თანაბარ გარემოში, თანაბარი მიდგომა თითოეული მოქალაქის თავისუფალი არჩევანის გარანტიაა“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ფატი ხალვაშმა, „საარჩევნო სიახლეებისა და ტექნოლოგიების შესახებ“ ბათუმში გამართული საინფორმაციო შეხვედრის გახსნისას.

აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს