ოთარ შამუგიამ ქედაში კალმახის საინკუბაციო საამქრო დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა შავაძესთან ერთად, ქედაში, სოფელ წონიარისში მდებარე კალმახის საინკუბაციო საამქროში იმყოფებოდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საამქრო ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯს“ ეკუთვნის.

„საქართველოს აკვაკულტურის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევიწყოთ ხელი ამ პროცესს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა; პირველ რიგში, ეს იყო კანონის მიღება, რომელიც გასულ წელს ამოქმედდა; განვახორციელეთ არაერთი რეფორმა და რეგულაცია, რომლის შედეგადაც, დღისათვის, შეფერხებების გარეშე შეგვიძლია გავიტანოთ შავი ზღვის თევზი და თევზის პროდუქტები ევროკავშირის ბაზარზე. ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროცესს; შემუშავებული გვაქვს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა აკვაკულტურის განვითარების შესახებ, სადაც გაწერილია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში რა ქმედებები და ღონისძიებები უნდა გატარდეს, რაც გავაცანით დარგის წარმომადგენლებს და ასოციაციებს და ველოდებით მათგან ქმედით წინადადებებს. სახელმწიფო მზადაა, მეწარმეებს მხარი დავუჭიროთ, რომ მომავალში ქვეყანაში წარმოება გაიზარდოს და სტანდარტები ევროპული მოთხოვნის შესაბამისი გახდეს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

უწყების ცნობით, ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯი“ თავმჯდომარის სოფო დიასამიძის განცხადებით, ქედაში არსებული საინკუბაციო საწარმო 2019 წელს შეიქმნა.

„ასოციაციის მიზანია საქართველოში აკვაკულტურის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და თევზსაშენი მეურნეობების რენტაბელობის მიღწევა ღირებულებათა ჯაჭვის სრული ციკლის გათვალისწინებით. საწარმოში წლის განმავლობაში იწარმოება დაახლოებით 1 მილიონი კალმახის მაღალი სელექციის და იმუნიტეტის მქონე ლიფსიტა, რომელიც შემდგომში ინაცვლებს ასოციაციის წევრი ფერმერების მეურნეობებში გამოსაზრდელად. ამ მიდგომით შესაძლებელი ხდება ფერმერების დანაკარგების 50%-იდან 5 %-მდე შემცირება“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება