პარტია „მოქალაქეები“ - ძალოვანების მიერ სასტიკად ნაცემ ალეკო ელისაშვილს, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ასამართლებენ

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს გაიმართება.

როგორც პარტია „მოქალაქეების“ პრესსამსახური იუწყება, პროცესის დაწყებამდე, 11:45 საათზე, პრესისთვის განცხადება გაკეთდება.

„ძალოვანების მიერ სასტიკად ნაცემ ალეკო ელისაშვილს, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ასამართლებენ. დეპუტატმა სასამართლო უწყება გუშინ მიიღო, პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს, 11 ივლისს, 12:00 საათზეა ჩანიშნული. პროცესის დაწყებამდე, 11:45 გაკეთდება განცხადება პრესისთვის. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის მოქმედი წევრის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობისთვის, ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ, იმის მიუხედავად, რომ არსებობს ვიდეო მტკიცებულებები, სადაც ნათლად ჩანან ძალადობაში მონაწილენი“, - აღნიშნულია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს