მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოს ნომინალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე 10%-ით გაიზარდა და 23 040 დოლარს გაუტოლდა

მსოფლიო ბანკის მთლიანი ეროვნული შემოსავლების განახლებული გლობალური მონაცემების თანახმად, საქართველოს ნომინალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე 2023 წელს 10%-ით გაიზარდა და 23 040 საერთაშორისო დოლარს გაუტოლდა.

ამავე მონაცემების თანახმად, ბოლოს, მსოფლიო დონეს საქართველო საბჭოთა კავშირის დროს 1990 წელს უსწრებდა, როცა ქვეყნის ნომინალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე 5840 საერთაშორისო დოლარს გაუთანაბრდა, მსოფლიო მაჩვენებლით კი 5%-ით ნაკლები, 5541 დოლარი იყო.

მაგალითისთვის, 2000 წელს საქართველოს მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე 3200 დოლარი იყო, 2010 წელს- 7580 დოლარი, 2012 წელს კი 9960 დოლარი იყო და მსოფლიო მაჩვენებელი მას 41%-ით აღემატებოდა; 2013 წელს მაჩვენებელმა გადააჭარბა 10 000 დოლარს.

2023 წელს საქართველომ 185 დოლარით გადაუსწრო მსოფლიო დონეს, 225 დოლარით გადააჭარბა მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების ზოგად მაჩვენებელს და ერთ სულზე 23 040 დოლარი დააფიქსირა.

ამასთან, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, რომლის ნომინალური მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე მსოფლიოს და მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების ზოგად დონეებს აჭარბებს. საქართველოს მაჩვენებელი ასევე აღემატება უკრაინისა და მოლდოვის მაჩვენებლებსაც.

https://data.worldbank.org/indicator/NY.GNP.PCAP.PP.CD?end=2023&skipRedirection=true&start=1990&view=chart

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს