პრემიერი - მინდა გამოვეხმაურო მორიგ ლიბერალურ-ფაშისტურ გამოხტომას, რომელიც განხორციელდა ჩვენი კოლეგის, მიხეილ სარჯველაძის მიმართ - 26 ოქტომბერს დამარცხდება ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში

მინდა გამოვეხმაურო მორიგ ლიბერალურ-ფაშისტურ პატარა გამოხტომას, რომელიც განხორციელდა ჩვენი კოლეგის მიხეილ სარჯველაძის მიმართ - 2024 წელი იქნება ლიბერალური ფაშიზმის დამარცხების წელი. 26 ოქტომბერს დამარცხდება ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრ მიხელ სარჯველაძესთან დაკავშირებულ ინციდენტს, სადაც ჯანდაცვის მინისტრს ქუჩაში მოქალაქემ "მონა" და "ბიძინას რუსი" ეძახა.

მისი თქმით, ე.წ. გულმხურვალე ახალგაზრდა, რომელიც მიხეილ სარჯველაძეს ქუჩაში სიტყვიერად დაუპირისპირდა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტია.

„ამ თავდასხმის ავტორი იყო ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდა, რომელიც შემდეგ შემთხვევით აღმოჩნდა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი, კერძოდ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, „ნაბიჯის“ ლიდერი, ვინმე ჩხობაძე. საინტერესოა, რომ ეს ორგანიზაცია პარალელურ რეჟიმში ფინანსდება, ჩვენი ინფორმაციით, ერთი მხრივ, კეზერაშვილი- დიმა ჩიქოვანის მხრიდან და მეორე მხრივ, კონკრეტული უცხოური დონორების მხრიდან. ეს ადამიანი აპროტესტებდა იმ კანონის მიღებას, რომლის საფუძველზეც მას მოუწევს საკუთარი „შავი ფულის“ გასაჯაროება. მესმის, რომ არ მოსწონს არავის გამჭვირვალობა, გამჭვირვალობა არ არის კომფორტული და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება ასეთი ადამიანებისთვის არ არის კომფორტული, თუმცა მოვუწოდებ ყველას, რომ მოთოკონ ემოციები და შეეგუონ გამჭვირვალობას, რომელიც 1945 წლის შემდეგ, არის ერთ-ერთი საკვანძო ევროპული პრინციპი, ასეთად არის აღიარებული. სამწუხაროა, რომ ეს ლიბერალური ფაშიზმი მიზანმიმართულად და კოორდინირებულად ფინანსდება უცხოური წყაროებიდან, დონორი ორგანიზაციების მიერ, რაც, მე ვიტყოდი, არის დანაშაული ქართული საზოგადოების წინაშე. მე მინდა მიშა სარჯველაძეს გადავუხადო მადლობა, რომელმაც ღირსეულად უპასუხა ამ მცირე ლიბერალურ-ფაშისტურ ექსცესს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. 2024 წელი იქნება ლიბერალური ფაშიზმის დამარცხების წელი. 26 ოქტომბერს დამარცხდება ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, ხოლო 2025 წელი უნდა იყოს ლიბერალური ფაშიზმისგან ქართული საზოგადოების, ქართული სახელმწიფოს, ქართული პოლიტიკის სრულად გათავისუფლების წელი. ამის ყველანაირი რესურსი არსებობს და მე ვარ დარწმუნებული, რომ მომავალ წელს ჩვენი პოლიტიკა, საზოგადოება და სახელმწიფო იქნება სრულად თავისუფალი ლიბერალური ფაშიზმისგან, რისთვისაც ჩვენ გავაკეთებთ უკლებლივ ყველაფერს“, - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის