რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - მოსკოვი ნატო-ს სამიტში სომხეთის მონაწილეობის გამო სინანულს გამოთქვამს

მოსკოვი ნატო-ს სამიტში სომხეთის მონაწილეობის გამო სინანულს გამოთქვამს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა განაცხადა.

„რაც შეეხება უსაფრთხოების სფეროს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრად რჩება და სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ სფეროებში მრავალი ორმხრივი შეთანხმების მხარეა. სამწუხაროდ, შეშფოთებების შესახებ კონსტრუქციული დისკუსიის ნაცვლად, ერევანმა სხვა გზა აირჩია“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, „მათთან თანამშრომლობის გაღრმავებით, ვისი მიზანიც რუსეთის „სტრატეგიული დამარცხებაა“, ერევანი საკუთარი უსაფრთხოების საზიანოდ, სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის სერიოზულ დესტაბილიზაციას საკუთარი ხელით რისკავს“.

„სომხეთში ნატო-სთან ან ალიანსის ცალკეულ წევრებთან თანამშრომლობის გაზრდას ანიჭებენ უპირატესობას, განსაკუთრებით, ნატო-ს სტანდარტების დანერგვის, იარაღის შესყიდვის ან ერთობლივი საბრძოლო მომზადების აქტივობების განხორციელების თვალსაზრისით, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის სამიტში მონაწილეობის შესახებ, რომელიც ვაშინგტონში მიმდინარეობს. ეს ყველაფერი მხოლოდ უკიდურეს სინანულს იწვევს“, - აღნიშნა გალუზინმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს