ბექა ლილუაშვილი ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაზე - საქართველოსთან მიმართებით პერსპექტივასთან დაკავშირებულ კომუნიკეში არანაირი ჩანაწერი არ არის, რაც უმძიმეს მოცემულობას ქმნის

საქართველოსთან მიმართებით პერსპექტივასთან დაკავშირებულ კომუნიკეში არანაირი ჩანაწერი არ არის, რაც უმძიმეს მოცემულობას ქმნის, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, კომუნიკეში ამ ჩანაწერის ამოღება, ევროკავშირის გაწევრიანების კონტექსტში პროცესის გაყინვა, აშშ-სთან ურთიერთობების გადახედვა, ის უძრაობაა, რომელიც საქართველოში “ქართულმა ოცნებამ” შექმნა.

„ბოლო 16 წლის განმავლობაში ყველა კომუნიკეში ძალიან მკაფიოდ და ხაზგასმით იწერებოდა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე. რა თქმა უნდა, იყო ჩანაწერი საოკუპაციო ძალების გაყვანასთან დაკავშირებით. ეს ერთმანეთისგან განუყოფელი ნაწილი იყო, რაც მკაფიოდ აღწერდა საქართველოსთვის ნატოს ღიაობას გაფართოების მიმართულებით. დღეს, ახალ კომუნიკეში ეს ჩანაწერი ფაქტობრივად, აღარ არის. ანუ, საქართველოსთან მიმართებით პერსპექტივასთან დაკავშირებული კომუნიკეში არანაირი ჩანაწერი არ არის, რაც უმძიმეს მოცემულობას ქმნის. კომუნიკეში ამ ჩანაწერის ამოღება, ევროკავშირის გაწევრიანების კონტექსტში პროცესის გაყინვა, ჩვენს უძლიერეს და უდიდეს სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-სთან ურთიერთობების გადახედვა - ეს არის ის უძრაობა, რომელიც ამ ქვეყანაში “ქართულმა ოცნებამ” შექმნა. ეს უძრაობა მხოლოდ ისეთი უძრაობა არ არის, რომელიც მაგალითად, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას უქმნის პრობლემებს. ეს ქვეყნის ფიზიკურ და სამომავლო უსაფრთხოებას უქმნის პრობლემებს. შესაბამისად, ამაზე უფრო ცხადად იმის ჩვენება, რომ [ბიძინა] ივანიშვილის პირობებში ამ ქვეყანას განვითარებული მომავალი არ აქვს, არასდროს არ გამოჩენილა. ამიტომ, ეს მოცემულობა უნდა შეიცვალოს. ეს ჩვენი და ჩვენი საზოგადოების გასაკეთებელია, ჩვენს შესაცვლელს ვერავინ შეცვლის”, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის