უკრაინამ უცხოური გემი დააკავა, რომელიც დროებით ოკუპირებული ყირიმიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს ახორციელებდა

უკრაინამ უცხოური გემი დააკავა, რომელიც დროებით ოკუპირებული ყირიმიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს ახორციელებდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი გემი ოდესის ოლქის რენის პორტის წყლებში გასულ კვირას დააკავეს.

„გემზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად გემის დოკუმენტაცია, AIS სისტემა, კომპიუტერი და სევასტოპოლის საზღვაო სავაჭრო პორტის საოკუპაციო ადმინისტრაციის მიერ გაცემული დოკუმენტაცია იქნა ამოღებული. უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლისა და გასვლის პროცედურის დარღვევის შესახებ გემის USKO MFU-ს კაპიტანს, აზერბაიჯანის მოქალაქეს, ეცნობა. ამჟამად, ეჭვმიტანილისთვის აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხი წყდება“, - აცხადებს უკრაინის გენერალური პროკურატურა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს