დიმიტრი გაბუნია - იუსტიციის უმაღლესი საბჭო, როგორც მონსტრი, მისთვის სასურველ მოსამართლეებს, რომლებიც ჰყავთ დამორჩილებული და დამონებული, აწერს კონკრეტულ საქმეებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი დიმიტრი გაბუნია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს „მონსტრს“ უწოდებს და აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკრეტულ, კრიტიკულ საქმეებს განსახილველად მისთვის სასურველ მოსამართლეებს აწერს.

როგორც გაბუნიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის შესარჩევ კომისიასთან გასაუბრებაზე, კომისიის წევრის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, იუსტიციის საბჭოს საქმეების ელექტრონული განაწილება უნდა ჩამოშორდეს.

„მე რომ ვყოფილიყავი მოსამართლე ამ განწყობით და ჩემი დამოკიდებულებით, კრიტიკული საქმე არ დამეწერებოდა. არის კრიტიკული და ჩვეულებრივი საქმეები. კრიტიკულ, დამოუკიდებელ მოსამართლეებს, როგორებიც დღესაც არიან სასამართლოში, ასეთი საქმე არ დაეწერებათ. სწორედ ვენეციის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია და ეუთო/ოდირის დაჟინებული მოთხოვნაა, რომ საქმის ელექტრონული წარმოება იქნეს ჩამოცილებული იუსტიციის საბჭოდან. იუსტიციის უმაღლესი საბჭო, როგორც მონსტრი, მისთვის სასურველ მოსამართლეებს, რომლებიც ჰყავთ დამორჩილებული და დამონებული, აწერენ კონკრეტულ საქმეებს. მათ ხელშია საქმეების ელექტრონული განაწილება. მე, როგორც მოსამართლეს, არ დამეწერებოდა ასეთი [კრიტიკული] საქმე, მაგრამ თუ დამეწერებოდა, მივიღებდი ობიექტურ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

როგორც მან აღნიშნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მოდუნებულები არიან.

„შეიძლება ცოტა აგრესიული და კრიტიკული ვიყო, მაგრამ კიდევ თავს ვიკავებ, უფრო მეტად აგრესიულები და კრიტიკულები უნდა ვიყოთ. ეს ადამიანები არიან მოდუნებულები, იქ ანა დოლიძის შემდეგ, კრიტიკული ხმა არ ჰყოლიათ. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსვენებას არ აძლევდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ხმა ჰქონდა. სულ საჯარო იყო შიდა პროცესები. მე ვიქნები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პირველი წევრი, ვინც გავასაჩივრებ ნებისმიერ ასეთ გადაწყვეტილებას [საქმეების განაწილებაზე]“,- განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

მისივე თქმით, თუ პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნავს, რეგიონებში გავა, რადგან „სასამართლო სისტემის შეჯანჯღარებაა საჭირო“.

„თუ პრეზიდენტმა დამნიშნა, გავალ რეგიონებში, არ დავჯდები იუსტიციის საბჭოს შენობაში, რადგან სასამართლო სისტემის შეჯანჯღარებაა საჭირო. განსაკუთრებით გამოვყოფდი ბათუმის საქალაქო სასამართლოს. კოშმარია, როდესაც 4-5 წელი ელოდება ადამიანი დავას, თუნდაც სამემკვიდრეოს. მოსამართლეები, იმიტომ კი არა, რომ დრო არ ჰყოფნით, ადვოკატთანაც კი არ შედიან კომუნიკაციაში. პირველ რიგში, წავალ ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში შემიძლია გამოვითხოვო საქმეები კონკრეტული მოსამართლეების, ვნახო როგორ და რა არის და დავსვა მათი დისციპლინური დევნის საკითხი - ვადების ნაწილში, ასევე, კომუნიკაცია არის ნული მოქალაქეებთან და ადვოკატებთან“,- განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

დიმიტრი გაბუნია - იუსტიციის უმაღლესი საბჭო, როგორც მონსტრი, მისთვის სასურველ მოსამართლეებს, რომლებიც ჰყავთ დამორჩილებული და დამონებული, აწერს კონკრეტულ საქმეებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი დიმიტრი გაბუნია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს „მონსტრს“ უწოდებს და აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკრეტულ, კრიტიკულ საქმეებს განსახილველად მისთვის სასურველ მოსამართლეებს აწერს.

როგორც გაბუნიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის შესარჩევ კომისიასთან გასაუბრებაზე, კომისიის წევრის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, იუსტიციის საბჭოს საქმეების ელექტრონული განაწილება უნდა ჩამოშორდეს.

„მე რომ ვყოფილიყავი მოსამართლე ამ განწყობით და ჩემი დამოკიდებულებით, კრიტიკული საქმე არ დამეწერებოდა. არის კრიტიკული და ჩვეულებრივი საქმეები. კრიტიკულ, დამოუკიდებელ მოსამართლეებს, როგორებიც დღესაც არიან სასამართლოში, ასეთი საქმე არ დაეწერებათ. სწორედ ვენეციის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია და ეუთო/ოდირის დაჟინებული მოთხოვნაა, რომ საქმის ელექტრონული წარმოება იქნეს ჩამოცილებული იუსტიციის საბჭოდან. იუსტიციის უმაღლესი საბჭო, როგორც მონსტრი, მისთვის სასურველ მოსამართლეებს, რომლებიც ჰყავთ დამორჩილებული და დამონებული, აწერენ კონკრეტულ საქმეებს. მათ ხელშია საქმეების ელექტრონული განაწილება. მე, როგორც მოსამართლეს, არ დამეწერებოდა ასეთი [კრიტიკული] საქმე, მაგრამ თუ დამეწერებოდა, მივიღებდი ობიექტურ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

როგორც მან აღნიშნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მოდუნებულები არიან.

„შეიძლება ცოტა აგრესიული და კრიტიკული ვიყო, მაგრამ კიდევ თავს ვიკავებ, უფრო მეტად აგრესიულები და კრიტიკულები უნდა ვიყოთ. ეს ადამიანები არიან მოდუნებულები, იქ ანა დოლიძის შემდეგ, კრიტიკული ხმა არ ჰყოლიათ. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსვენებას არ აძლევდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ხმა ჰქონდა. სულ საჯარო იყო შიდა პროცესები. მე ვიქნები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პირველი წევრი, ვინც გავასაჩივრებ ნებისმიერ ასეთ გადაწყვეტილებას [საქმეების განაწილებაზე]“,- განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

მისივე თქმით, თუ პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნავს, რეგიონებში გავა, რადგან „სასამართლო სისტემის შეჯანჯღარებაა საჭირო“.

„თუ პრეზიდენტმა დამნიშნა, გავალ რეგიონებში, არ დავჯდები იუსტიციის საბჭოს შენობაში, რადგან სასამართლო სისტემის შეჯანჯღარებაა საჭირო. განსაკუთრებით გამოვყოფდი ბათუმის საქალაქო სასამართლოს. კოშმარია, როდესაც 4-5 წელი ელოდება ადამიანი დავას, თუნდაც სამემკვიდრეოს. მოსამართლეები, იმიტომ კი არა, რომ დრო არ ჰყოფნით, ადვოკატთანაც კი არ შედიან კომუნიკაციაში. პირველ რიგში, წავალ ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში შემიძლია გამოვითხოვო საქმეები კონკრეტული მოსამართლეების, ვნახო როგორ და რა არის და დავსვა მათი დისციპლინური დევნის საკითხი - ვადების ნაწილში, ასევე, კომუნიკაცია არის ნული მოქალაქეებთან და ადვოკატებთან“,- განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა