ირაკლი ჩიქოვანი - მე ვარ იმ ხელისუფლების წარმომადგენელი ვარ, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული, რათა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია უზრუნველყოფილი იქნას

მე ვარ იმ მთავრობის და იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია უზრუნველყოფილი იქნას, - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტების კითხვას, როგორც მთავრობის წევრს, რცხვენია და გული წყდება თუ არა იმ გადაწყვეტილებების გამო, რაც ევროკავშირმა და აშშ-მ ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ მიიღო.

ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა და ახლაც ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირსა და ნატოს დაუახლოვდეს.

"ეს არის ხელისუფლება, რომელმაც უზრუნველყო, რომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, ძალიან დიდი და უზარმაზარი სამუშაო გასწია იმისთვის, რომ მოხდეს ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და ევროკავშირის სტანდარტებთან ურთიერთთანხვედრა. ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ რეგიონში, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში არსებობდეს დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტი. ეს არის ხელისუფლება, რომლის პირობებშიც არაერთი რამ გაკეთებულა. შემიძლია ქართულ საზოგადოებას ერთი რამ ვუთხრა, როგორც აქამდე, მიუხედავად იმისა, რომ იყო ბევრი ყიჟინა, შეძახილი, რომ "ქართული ოცნება" ვერ შეძლებდა შედეგების მიღწევას, ამ ხელისუფლებამ მიაღწია იმ შედეგებს, რომელსაც თქვენ აფასებთ. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ გადაწყვეტილებას და გააკეთებენ არჩევანს იმისთვის, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ და თანმიმდევრულ განვითარებას, რომელმაც საბოლოოდ უნდა მიგვიყვანოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციამდე. დარწმუნებული ვარ, ისინი ამას მიიღებენ", - განაცხადა ჩიქოვანმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო