ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერსა და სენატის დელაგაციას შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერსა და სენატის დელაგაციას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ვაშინგტონში, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან, მაიკ ჯონსონთან შეხვედრის მთავარი თემა უკრაინულ-ამერიკული თანამშრომლობის გაძლიერება იყო.

მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკი სენატში „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის ჩაკ შუმერისა და „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის მიჩ მაკკონელის ხელმძღვანელობით, ამერიკელი სენატორების დელეგაციას შეხვდა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სენატორებთან ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და აშშ-ის მიერ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის საკითხი განიხილა.

„მადლობა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, კონგრესის ორივე პალატას, ორივე პარტიასა და ამერიკელ ხალხს უკრაინის მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს