ნათია თურნავა საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, ბაზელში საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის რიგით 94-ე წლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წლიურ შეხვედრაში საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) წევრი ცენტრალური ბანკებისა და სხვა ცენტრალური ბანკების მმართველები მონაწილეობდნენ.

„შეხვედრის მთავარი აქცენტი გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ბაზრებისა და განვითარებადი ეკონომიკების გამოცდილება იყო ტრანსსასაზღვრო გადახდების გაფართოებასთან დაკავშირებით. ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ემსჯელათ საგადახდო სისტემების სირთულეებისა და საფინანსო სისტემებში რისკის ზონების გამოვლენის საკითხებზე. ინდუსტრიის ლიდერებმა ერთმანეთს გამოცდილება და მათ წინაშე არსებული კონკრეტული გამოწვევები გაუზიარეს.

ფორუმზე სიტყვით გამოვიდა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი.

წლიური შეხვედრის ფარგლებში, ცენტრალური ბანკების ლიდერები საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ინოვაციური ჰაბს ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში ფინანსურ სერვისებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შედეგად გამოწვეული რისკების შესამცირებლად გადადგმული ნაბიჯები მიმოიხილეს.

უმაღლესი დონის ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის როლის მნიშვნელობაზე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების საფინანსო ბაზრების სტიმულირებაში.

ნათია თურნავას განცხადებით, BIS-ის ყოველწლიური შეხვედრები, რომელიც ცენტრალური ბანკების მმართველებს უყრის თავს, ერთმანეთისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობაა.

საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი 1930 წელს დაფუძნდა. მისი სათავო ოფისი შვეიცარიაში, ბაზელში მდებარეობს. ეს ინსტიტუტი ფინანსური და მონეტარული სტაბილურობის მისაღწევად ცენტრალურ ბანკებსა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს და მხოლოდ მათ ემსახურება“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია