ირაკლი ჩიქოვანი - სამწუხაროდ, ხშირად იყო გადაწყვეტილებები, კონკრეტული იდეები კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან, რომელიც იყო უსაფუძვლო და დაუმსახურებელი საქართველოსთან მიმართებით

სამწუხაროდ, ხშირად იყო გადაწყვეტილებები, კონკრეტული იდეები კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან, რომელიც იყო უსაფუძვლო და დაუმსახურებელი საქართველოსთან მიმართებით, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა კონგრესში წარდგენილ „მეგობარი აქტის“ პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანი დარწმუნებულია, რომ საქართველოში 26 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდება.

„ეს არის „მეგობარი აქტის“ პროექტი, ვიდრე ეს აქტი უშუალოდ შედგება, როგორც აქტი და იქნება, როგორც საკანონმდებლო ნორმა, ამას კიდევ გარკვეული პროცედურები სჭირდება მთლიანად წარმომადგენელთა პალატაში და ასევე, სენატში. ამიტომ, დაველოდოთ და შემდეგ შევაფასოთ. სამწუხაროდ, ხშირად იყო გადაწყვეტილებები, კონკრეტული იდეები კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან, რომელიც იყო უსაფუძვლო და დაუმსახურებელი საქართველოსთან მიმართებით. იმედს ვიტოვებ, რომ ყველას ექნება ობიექტური შეფასების შესაძლებლობა იმ პროცესების მიმართ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. რაც შეეხება არჩევნებს, არ მახსენდება არჩევნები, რომელზეც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოლოდინი არ იყოს, რომ ეს არჩევნები მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდეს. ყოველ ჯერზე ეს სტანდარტი იქნა მიღწეული. აქედან გამომდინარე, აქ საფრთხეებს ვერ ვხედავ“,-განაცხადა ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, აშშ-ს კონგრესში დაინიცირებული აქტი, სახელწოდებით "MEGOBARI". კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას და კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის გავლენას დაუპირისპირდეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს