მირიამ ლექსმანი - 2008 წელს ჩვენ ისტორიული შეცდომა დავუშვით, დღეს, საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის ბრძანებას ახორციელებს და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ საქართველოს გზას ანადგურებს

2008 წელს ჩვენ ისტორიული შეცდომა დავუშვით, დღეს, საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის ბრძანებას ახორციელებს და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ საქართველოს გზას ანადგურებს, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციას.

„2008 წელს ჩვენ ისტორიული შეცდომა დავუშვით, რომლითაც ჩვენმა მტრებმა ისარგებლეს. დღეს, საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის ბრძანებას ახორციელებს და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ საქართველოს გზას ანადგურებს. იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი ამ დესტრუქციულ ტენდენციებს შემოაბრუნებს“, - წერს მირიამ ლექსმანი X-ზე.

ცნობისთვის, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაში მონაწილე სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში რუსეთს მოუწოდებენ, რომ მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან თავისი ძალები გაიყვანოს.

„ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს მთელი თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ მათი თანხმობის გარეშეა განლაგებული“, - ნათქვამია დეკლარაციაში.

აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში არ არის ჩანაწერი, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს