დიმიტრი პესკოვი - ნატო-ს სამიტზე მიღებული დოკუმენტებით თუ ვიმსჯელებთ, ისინი მშვიდობის მომხრეები არ არიან - ალიანსის მოქმედებები რუსეთისგან საპასუხო ზომების მიღებას მოითხოვს

ნატო-ს მოქმედებები რუსეთისგან საპასუხო ზომების მიღებას მოითხოვს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ ნატო-ს გადაწყვეტილებას შავი ზღვის ქალაქებში ლოგისტიკური ჰაბების შექმნისა და ევროპაში დამატებითი პუნქტების გახსნის შესახებ. ჩვენ ვხედავთ, რომ, ფაქტობრივად, ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა მუდმივად, თანდათანობით ჩვენი საზღვრებისკენ მოძრაობს. აშკარაა, რომ ალიანსის ერთ-ერთ მთავარ მიზანს რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენება წარმოადგენს. ეს გვავალდებულებს, რომ მიღებული დეკლარაციის ტექსტი ყურადღებით გავაანალიზოთ. ეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძალიან სერიოზული საფრთხეა. ნატო-ს შეკავების მიზნით, ყოველივე ეს ჩვენგან გააზრებული, კოორდინირებული, ეფექტური საპასუხო ზომების მიღებას მოითხოვს“, - განაცხადა პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ნატო კონფრონტაციების ეპოქაში შექმნილი ალიანსია, რომელიც თავის ფუნქციას ასრულებს, რადგან ევროპის კონტინენტზე დაძაბულობა მწვავდება.

„ვხედავთ, რომ ჩვენი მოწინააღმდეგეები ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში დიალოგის მომხრეები არ არიან. ნატო-ს სამიტზე მიღებული დოკუმენტებით თუ ვიმსჯელებთ, ისინი მშვიდობის მომხრეები არ არიან“, - აღნიშნა პესკოვმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება