შოთა ბურჯანაძე - საერთაშორისო ვიზიტორების ზრდა მეტყველებს იმაზე, რომ სფერო შესაბამის სარგებელს პოულობს

ის, რომ 2023 წელთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 10%-ითაა გაზრდილი და საქართველოში საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი 3 მლნ-ს აჭარბებს ეს საკმაოდ დადებითი მაჩვენებლებია, - ამბობს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე. მისივე თქმით, დატვირთულობის მხრივ ივლისი და აგვისტო კიდევ უფრო გამორჩეული იქნება, რითაც უფრო შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე კურორტები ისარგებლებენ.

„საერთაშორისო ვიზიტორების ზრდა მეტყველებს იმაზე, რომ სფერო შესაბამის სარგებელს პოულობს. რა თქმა უნდა აქ საუბარია ქვეყნის ეკონომიკაზე და ყველა სხვა მომიჯნავე სექტორზე. ის ფაქტი, რომ 2023 წელთან შედარებით იანვარი-ივნისის პერიოდში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 10%-ითაა გაზრდილი და საქართველოში საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი 3 მლნ-ს აჭარბებს, ეს საკმაოდ დადებითი მაჩვენებლებია. სიმართლე, რომ გითხრათ, იმ მოვლენების შემდეგ რაც ქვეყანაში განვითარდა, გარკვეულწილად მოულოდნელიც იყო და სასიხარულოა, რომ ეს ფაქტი გამოსწორდა იმ ჯავშნების უკან დაბრუნების შემდეგ რასაც მაისში ჰქონდა ადგილი.

ვფიქრობ, რომ ივლისი და აგვისტო იქნება უფრო „ცხელი“. გამორჩეულად ისარგებლებს აჭარის მხარე და უფრო დიდი მოთხოვნა იქნება საზღვაო კურორტებზე და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დადებითაც აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და ზოგადად ტურიზმის სექტორზე“, - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს